ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№49

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 16.12, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ახლოა და ახლოსაა პარალელური ფორმებია.

ახლა და არა ეხლა.

გასცდა (სახლს, სკოლას) და არა გაცდა (სახლს, სკოლას).

დასადგამი და დასადგმელი პარალელური ფორმებია.

ესენი და არა ესეები, ესინი.

კრავს (ის, მას ჩიტი კამარას; ბიჭი თოკს) და არა ჰკრავს (ის მას); მაგრამ ჰკრავს (ის მას ხელს), ჰკრა მან მას ხელი და არა კრავს, კრა.

ლომის წილი და არა ლომის წვლილი.

მაგრამ და არა მარა (კუთხურია).

მანდეთ და მანდეთკენ პარალელური ფორმებია.

ნდომოდა და არა სდომებოდა, სდომოდა.

ობსერვაციული და არა ობსერვატიული, ობსერვაციური (საწყისი ფორმა — ობსერვაცია).

ჟამგადასული და ჟამგარდასული პარალელური ფორმებია.

სემინარიელი (სემინარიის მოწაფე) და არა სემინარელი (საწყისი ფორმა — სემინარია).

სამკვიდრო და სამკვიდრებელი პარალელური ფორმებია.

ყინულის ლოლუა და არა ყინულის ლოლო.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადვილად დასასწავლი და არა დასწავლადი.

ამ ადამიანებს წარმატებისთვის მიაღწევინოს და არა ამ ადამიანებს მიაღწევინოს წარმატება.

არ დავაკონკრეტებ (სათქმელს) და არა არ დავკონკრეტდები.

არ დასწრებოდა ამ ივენთს და არა არ დასწრებულიყო ამ ივენთს.

ბავშვებს შიათ და არა ბავშვებს შია.

ბრძოლის ველი და არა საბრძოლო ველი.

განსხვავებულია ჩვენი ბავშვობისგან და არა განსხვავებულია ჩვენი ბავშვობიდან.

დააჯილდოვა ორდენით და არა მიუძღვნა ორდენი.

ეს არცთუ ისე დაბალი ხელფასია და არა არ არის ეს არცთუ ისე დაბალი ხელფასი.

ექვსი კაცი გავერთეთ და არა ექვსმა კაცმა გავერთეთ.

ვერცერთხელ ვერ დამალა და არა ვერცერთხელ დამალა.

ისინი ეზიარონ სპორტს და არა მათ ეზიარონ სპორტს.

ლათინურ–ამერიკული და არა ლათინოამერიკული

ლოდინად ღირდა და არა ლოდინი ღირდა.

მისვლის სიხშირე (ან — შესაძლებლობა) და არა მისვლადობა.

მონაწილეობას ვიღებ ცერემონიაში და არა მონაწილეობას ვიღებ ცერემონიაზე.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა და არა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

ფრჩხილების მტვრევა და არა ფრჩხილების მტვრევადობა.

ყველა ავიდა და დაიძინა და არა ყველამ ავიდა და დაიძინა.

შეიძლება თუ არა, შედგეს შეთანხმება და არა რამდენად შეიძლება შედგეს შეთანხმება.

შორეული (ან ადრეული) ბავშვობიდან და არა ღრმა ბავშვობიდან.

შემესწავლა ეს ხელობა და არა გავყოლილიყავი ამ ხელობას.

შემოდიან გურამი და ბაგირა და არა შემოდის გურამი და ბაგირა.

ჩემს კერაზე დავბრუნდები (ან — დავუბრუნდები ჩემს კერას) და არა დავბრუნდები ჩემს კერაში.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი