ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№44

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 11.11, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აკლდეს და არა ეკლდეს.

გადავყრივარ და არა გადავყრილვარ.

განწყობა და განწყობილება პარალელური ფორმებია.

გაცვდა და არა გაიცვითა.

გირჩა და არა გირჩი.

ვწამლავ (მცენარეს) და არა ვწამლი (მცენარეს).

მივტირი და არა მივსტირი (მაგრამ – მისტირის).

მისტიკური და არა მისტიური.

მჯეროდა და არა მეჯერა.

მათ თქვეს და არა მათმა თქვეს (მაგრამ – მათმა მეგობრებმა თქვეს).

მათთან და იმათთან პარალელური ფორმებია.

მასთან და იმასთან პარალელური ფორმებია.

პულვერიზატორი და არა პულვიზატორი.

სწირავს (როცა იგულისხმება შეწირვა) და არა წირავს.

სცალია და არა ცალია.

შადრევანი და არა ფანტანი.

ჩავიხედავ (სარკეში) და არა ჩავიხედები (სარკეში).

წამოვცვივდით და არა წამოვვარდით.

წირავს (წირვას ატარებს) და არა სწირავს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

განვაგრძობთ მუშაობას და არა ვაგრძელებთ ამ მუშაობის გაგრძელებას.

გამოფენა გალერეა „ვანდაში“ და არა გამოფენა გალერეაში „ვანდა“.

გამოგონებული და გამოგონილი პარალელური ფორმებია.

გასწრება, გამოსწრება, გამოასწრებს და არა გასწრობა, გამოსწრობა, გამოასწრობს (მაგრამ – გასწრობანა).

ეგზალტირებული და არა ეკზალტირებული.

ირანში ქალებზე ძალადობაა და არა ირანში ქალების ძალადობაა.

მაღალი სახელისუფლებო პირები და არა მაღალი სახელისუფლებო პირების წარმომადგენლები.

მასთან ბევრჯერ გვილაპარაკია და არა მისთვის ბევრჯერ გვილაპარაკია.

მისი რაოდენობა იკლებდა და არა მისი რაოდენობა კლებულობდა.

მიღწეულ იქნეს და არა მიიღწეს.

ორი კონკურსანტი ზის და არა ორი კონკურსანტი სხედან.

პრემია „ოქროს ფრთის“ ლაურეატი და არა პრემიის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი.

პატიმრის ყველა უფლება დაცული უნდა იყოს და არა ყველა პატიმრის უფლება დაცული უნდა იყოს.

სრულად თანამშრომლობს და არა სრულიად თანამშრომლობს.

ქალთა მიმართ ძალადობა და არა ქალთა ძალადობა.

ცრემლები წამომივიდა აღფრთოვანებისგან და არა ცრემლები წამომივიდა აღფრთოვანებიდან.

წარმოადგენენ საკუთარ თავს და არა წარმოადგენენ საკუთარ თავებს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა და არა ჭურჭლის სარეცხის მანქანა.

ხდება (მოხდა) დანაშაული და არა ადგილი აქვს დანაშაულის განხორციელებას.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი