ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№36

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 16.09, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აღმოვჩნდი და არა ავღმოვჩნდი.

გაგიბურღავს და არა გაგიბურღია.

გაჰკვირვებია და არა გაკვირვებია.

გვიანობამდე და არა გვიანამდე.

გინეკოლოგი და არა გინოკოლოგი, გენოკოლოგი.

გიზელს (მიზელს, უზელს) და არა გიზილავს (მიზილავს, უზილავს).

ესკორტი და არა ექსკორტი.

იმავდროულად და არა ამავდროულად.

იპოთეკა და არა ჰიპოთეკა, იპოტეკა, ჰიპოტეკა.

მიეწება და არა მიეწეპა.

მოღიმარი და არა მომღიმარი.

პორტუგალიელი და არა პორტუგალელი.

რომანტიკული და არა რომანტიული.

სირაქლემის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა სირაქლემას.

ფოლკსვაგენი და არა ფოლცვაგენი.

ქნას და არა ჰქნას.

ცისფერთვალება და არა ცისფერთვალა.

წელზევით, წელზემოთ და არა წელსზევით, წელსზემოთ.

წავუსვამ და არა წაუსმევ.

ჰმართებდა და არა მართებდა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავის გამოუხატავს და არა არავის გამოუხატია.

ანზორმა, ეთერმა და არა ანზორიმ, ეთერიმ.

დიეტას ვიცავ და არა დიეტაზე ვზივარ.

დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და არა გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას.

ვერცერთი ვერ გადარჩებოდა და არა ვერცერთი გადარჩებოდა.

(მაგრამ – ვერც ერთი გადარჩებოდა და ვერც მეორე).

კამბოჯურად მოხარშული და არა კამბოჯიურად მოხარშული.

მთლიანად დასრულებულია და არა სრულად დასრულებულია.

მონოდრამა „მედეას“ პრემიერა და არა მონოდრამას „მედეა“ – პრემიერა.

მოდილიანი და არა მოდელიანი.

უგასავით იღეჭება და არა ნუგასავით ღეჭვადია.

ნებსით თუ უნებლიეთ და არა ნებით თუ უნებლიედ.

ოთხივეს ეცვა და არა ოთხივეს ეცვათ.

რეაბილიტაცია მოახდინეს და არა რეაბილიტება მოახდინეს.

რაც შეგვეხება ჩვენ და არა რაც შეეხება ჩვენ.

საქორწილო ტორტი და არა საქორწინო ტორტი.

სორბონაში და არა სორბონში.

უცხოელი ხალხი და არა უცხოური ხალხი.

ღამით (დღისით) მოგვიწევს მორიგეობა და არა ღამე (დღე) მოგვიწევს მორიგეობა.

ღვინო გადაკრა და არა ღვინო გადაჰკრა.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე და არა ყველა ფეხის ნაბიჯზე.

„ჩემი კბილები წარმოუდგენლად (ან – საოცრად) თეთრია“ და არა „ჩემი კბილები დაუჯერებლად თეთრია“.

ცოლობა სთხოვა და არა ცოლად გაყოლა შესთავაზა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი