ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№34

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 02.09

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აღარაფერს ვამბობ და აღარაფერს აღარ ვამბობ პარალელური ფორმებია.

დღეის იქით (ან – დღეის შემდეგ) და არა დღეის ამას იქით.

ვერავინ (ვერვინ) გაიგებს და ვერავინ ვერ გაიგებს პარალელური ფორმებია.

თავლაფდასხმული და თავსლაფდასხმული პარალელური ფორმებია.

თითო და არა თვითო.

სამართალდამცველები და არა სამართალდამცავები.

ლომგული და ლომგულოვანი პარალელური ფორმებია.

მაგათმა მეგობარმა და არა მაგათ მეგობარმა

(მაგრამ – მაგათ თქვეს და არა მაგათმა თქვეს).

მაგალითის მოყვანა და არა მაგალითის მოტანა.

ფართო და არა ფართე.

ქოლერა და არა ხოლერა.

შპს და არა შეპესე.

ცვენა და ცვივნა პარალელური ფორმებია, მაგრამ უფრო ხშირად გამოიყენება ცვენა.

ჭორიკანა; ნათესაობით ბრუნვაში – ჭორიკანას და არა ჭორიკანის, ჭორიკნის.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავინ არ უნდა გაიგოს და არა არავინ უნდა გაიგოს.

ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი და არა ფეხბედნიერი იყოს ჩემი ფეხი.

მეუბნებიან და არა მეუბნევიან.

ზაპოროჟიეს და არა ზაპოროჟიის.

ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში და არა ზელენსკიმ მის ყოველდღიურ მიმართვაში.

მალაიზიური და არა მალააზიური.

მონოდრამა „მედეას“ პრემიერა და არა მონოდრამას „მედეა“ – პრემიერა.

პირველ ყოვლისა (ან – უპირველეს ყოვლისა) და არა პირველ რიგში.

კლავს (ან – მკვლელობებს სჩადის) და არა მკვლელობებს ჩადის.

რაღაც (ან – გარკვეული) პერიოდის განმავლობაში და არა რამდენიმე პერიოდში.

რუსი ტყვე ჯარისკაცები ბათუმში და არა რუსი პატიმარი ჯარისკაცები ბათუმში.

სვამდა კითხვას და არა სვავდა კითხვას.

ქარიზმა და არა ხარიზმა.

ყველაფრის მიუხედავად და არა ყველაფრისდა მიუხედავად.

ჯობია (ან – უმჯობესია, ჯობს) აქ დაგველოდოთ და არა სჯობს, აქ დაგველოდოთ.

ჯერ ერთი და არა ჯერ ეს ერთი.

ჰიტი და არა ხიტი.

ჰობიდ იქცა და არა ჰობად იქცა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი