ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№1

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.01

გრამატიკული შეცდომები
დაკოპირებულია

ამოიხვნეშებს და არა ამოიხვნეშავს.
ამოიოხრებს და არა ამოიოხრავს.
ამოიკვნესებს და არა ამოიკვნესავს.
აწონ-დაწონის და ასწონ-დასწონის.
დამტკბარი და არა დატკბობილი.

ეგზარქოსი და არა ეგზარხოსი, ეკზარხოსი.
ეკონტაქტებოდა და არა კონტაქტში იყო.
მოქმედი პირი და არა მომქმედი პირი.
სტკივა და არა ტკივა.
სცივა და არა ცივა.
სცხელა და არა ცხელა.
სჯერა და არა ჯერა.
ტიპური და არა ტიპიური.
ტოქსიკური და არა ტოქსიური.
ქაოსური და არა ქაოტური.
ქრიზანთება და არა ხრიზანთემა.
შპაგატი და არა შპაკატი.
ქვედატანი (ასევე, დამკვიდრებულია ქვედაბოლო) და არა ქვედაკაბა, ბოლო, იუბკა.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

აღდგა (გადაცემა, დამოუკიდებლობა, წესრიგი), მაგრამ – ქრისტე აღსდგა!
აქეთ, აქედან, აქეთკენ და არა აქით, აქიდან, აქითკენ.
ატლანტის ოკეანე და არა ატლანტიკის ოკეანე.
აფროდიტე და არა აფროდიტა.
აქსელერატი არა აქსელერანტი.
იასპი (ნახევრად ძვირფასი ქვაა) და არა იაშმა.
იქით, იქიდან, იქითკენ და არა იქეთ, იქედან, იქეთკენ.
კედები და არა კეტები.
მატონიზებელი და არა მატონიზირებელი.
მედიკოსი და არა მედიკი (რუსულის კალკია).
მოიკვნეტს და არა მოიკვნიტავს.
მექანიკურად და არა მაშინალურად (რუსულის კალკია).
ნებსით თუ უნებლიეთ და არა ნებით თუ უნებლიედ.
სარდიონი (ნახევრად ძვირფასი ქვაა) და არა სერდოლიკი, სერდოლიტი.
საფრთხე ემუქრება, საფრთხის წინაშეა და არა საფრთხის ქვეშაა.
ქიში და არა შახი (რუსულის კალკია).
შამათი და არა მატი (რუსულის კალკია).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება თამარ ზამთარაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...