ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№28

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 22.07, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აჭერს (ხელს) და არა აჭირებს (ხელს).

აჭირვებს (საქმეს), გააჭირვა (საქმე) და არა აჭივრებს, აჭირებს, (საქმეს), გააჭივრა, გააჭირა (საქმე).

გააძღებს და არა გააძღობს.

გააცმაცუნა და გააცმაცურა პარალელური ფორმებია.

დასაბეჭდი და დასაბეჭდავი პარალელური ფორმებია.

დასაბომბი და დასაბომბავი პარალელური ფორმებია.

დასცვენია და დასცვივნია პარალელური ფორმებია.

ლაწალუწი და ლაწილუწი პარალელური ფორმებია.

ნახვა და არა ნახულობა.

ნაბღაჯნი და ნაჯღაბნი პარალელური ფორმებია.

ნაარმები, ნაარმალი და არა ნაარმევი, ნაარმი.

საზომავი და საზომი პარალელური ფორმებია.

ჩაისვამს და არა ჩაიჯენს.

ხეპრე (უზრდელი, უხეში); ნათესაობით ბრუნვაში – ხეპრის, ხეპრისა და არა ეპრეს, ხეპრესი.

ხლართვა და არა ხლათვა, ხრალთვა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გადარჩენისთვის ბრძოლა და არა გადარჩენაზე ბრძოლა.

გდიო და არა გსდიო.

დაესწრნენ და არა დაესწრეს.

ანაშაულს სჩადიოდა და არა დანაშაულს ეწეოდა.

ერთსა და იმავეს ლაპარაკობდა და არა ერთი და იგივეს ლაპარაკობდა.

კიბორჩხალა; ნათესაობით ბრუნვაში – კიბორჩხალას და არა კიბორჩხალის.

(მაგრამ კიბორჩხალი – კიბორჩხალის).

მალავენ ნარკოტიკულ საშუალებებს და არა ახდენენ ნარკოტიკული საშუალებების დამალვას.

მივცვივდით და არა მივვარდით.

პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და არა ეტაპობრივად ჩამოდიოდა საქართველოში.

როგორ ვიშოვოთ ფული და არა როგორ ვიშოვნოთ ფული.

შენი ოჯახის წევრებთან და არა შენს ოჯახის წევრებთან.

ძალისხმევით და არა ძალისხმებით.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება

თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი