ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№27

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.07, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამმაღლებელი, ამმოძრავებელი, ამამაღლებელი და ამამოძრავებელი პარალელური ფორმებია.

გაემარჯვებინებინა, გაემარჯვა და არა გაემარჯვებინა, გაემარჯვებია.

გათხოვილი და არა გათხოვებული.

გაივლის და არა გაიარს.

განიკურნება და არა გაიკურნება.

დახვდომია და დახვედრია პარალელური ფორმებია.

ლაჟვარდოვანი და არა ლაჟვარდიანი.

მავრიტანული, მავრული და არა მავრიტანიული.

მანდ და არა მაქ.

ნელა-ნელა და ნელ-ნელა პარალელური ფორმებია.

ფრჩხილი და არა ფჩხილი, ბრჩხილი.

ქმედითობა და არა ქმედითუნარიანობა.

შემცდენელი და არა შემცდენი, შემაცდენელი.

ჩაესვენება (მისი მზე) და არა ჩასვენდება (მისი მზე).

ჩატანებული და არა ჩატანიებული, ჩატნეული.

ჰგვანან და არა გვანან, გავან.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აგროვებენ სანოვაგეს და არა აგროვებენ სანოვაგს.

ამხელა თანხა არცერთი მსახიობისთვის არ გადაუხდიათ და არა ამხელა თანხა არცერთი მსახიობისთვის გადაუხდიათ.

ასი სხვადასხვა ქალაქის და არა ას სხვადასხვა ქალაქის.

ბულიმია და არა ბოლემია.

გვითქვამს და არა გვითქვავს.

გაიძრე ხალათი და არა გაიძერი ხალათი.

დინამიკური და არა დინამიური.

ვის როგორ გამოსდიოდა საქმე და არა ვის როგორ გამოდიოდა საქმე.

ინციდენტი და არა ინცინდენტი.

ისინი იყვნენ ხალხის მტრები და არა ისინი გახლდათ ხალხის მტრები.

კვირები და არა კვირეები.

მადლობა გადავუხადო და არა მადლობა მოვუხადო.

მხოლოდ ეს ორი მიზეზია და არა ერთადერთი ეს ორი მიზეზია.

ნახევარფინალი და არა ნახევარი ფინალი.

რჩება აქციის მონაწილეთა ნახევარი და არა რჩებიან აქციის მონაწილეთა ნახევარი.

ღერძულა ხაზი და არა ღერძული ხაზი.

ჩემ მიერ მისი წაკითხვა და არა ჩემი მხრიდან მისი წაკითხვა.

ძარცვა-გლეჯა და არა ძარცვა-გლეჯვა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი