ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№26

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 08.07

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

არტყამს და არა ირტყმევინება, ირტყმევა, ირტყმეინება.

არა აქვ და არ აქვს პარალელური ფორმებია.

გაააქტიურა, გააასმაგა და არა გააქტიურა, გაასმაგა

(მაგრამ – გააქტიურდა, გაასმაგდა).

გადაივლის, გაივლის და არა გადაიარს

(მაგრამ – გადაიარა).

დავსებული (თვალებდავსებული) და არა დავსილი (თვალებდავსილი).

დანაყილი და არა დანაყული.

ელდანაცემი და არა ელდაცემული.

ელექტროდენი და არა ელდენი.

მრუდე, მრუდი და არა ბრუნდე, ბრუნდი.

ნაღალატები და ნაღალატევი პარალელური ფორმებია.

პლანეტური და არა პლანეტარული.

პრანჭიაობა და პრანჭიობა პარალელური ფორმებია.

საკვები და არა საკვებავი.

სამივე და სამივენი პარალელური ფორმებია.

სჯობნის და არა ჯობნის.

ყოვლადწმიდა და ყველაწმიდა პარალელური ფორმებია.

შეაღწევს და არა შეახწევს.

შეთქმულება და არა შეთქმულობა.

შემოყოფს და არა შემოჰყოფს.

ჩანთქავს და შენთქავს პარალელური ფორმებია.

ჩქმეტა და არა ბრწკენა, ბწკენა, პწკენა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აიხსნება თუ არა (შესაძლებელია თუ არა ახსნა) და არა ახსნადია თუ არა.

ამაში ხარჯავს ეს ხალხი ფულს და არა ამაში ხარჯავენ ეს ხალხი ფულს.

გაუთოებული და არა გაუთავებული.

ერთჯერ (ერთხელ), ორჯერ, სამჯერ... ხუთჯერ და არა ერთჯელ, ორჯელ, სამჯელ... ხუთჯელ.

თვალყურის დევნება და არა თვალყურის დევნა.

თითოეულ თქვენგანს და არა თვითეულ თქვენგანს.

კანქვეშ არსებული თიაქარი და არა კანქვეშ მყოფი თიაქარი.

მოხდება კიდევ უფრო მეტი დანაშაული და არა ადგილი ექნება კიდევ უფრო მეტ დანაშაულს.

ჩვენი კლინიკა სთავაზობს და არა ჩვენი კლინიკა თავაზობს.

ჰაუბიცას მიჰყიდის და არა ჰაუბიცს მიჰყიდის.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო