ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№25

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.07, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აქროლა და არა აქროლვა.

გაწკეპლავს და არა გაწკეპლის

(საწყისი ფორმა – გაწკეპვლა).

ელექტროსაზომი და არა ელექტრომზომი.

ემგვანება და არა ემსგავსება.

ვერავინ და ვერაკაცი პარალელური ფორმებია.

ვწრეტ, ვწრეტდი და არა ვწრიტავ, ვწრიტავდი.

მსუბუქი და არა სუბუქი, სუმბუქი.

მძევალი და არა ძევალი.

პარალელური (ხაზი) და არა სწვრივი (ხაზი)

(მაგრამ – გასწვრივ).

სულძაღლი და არა სულძაღლიანი.

სძლევს, სძლია და არა ძლევს, ძლია.

ყოველი ცისმარე დღე და არა ყოველი ცისმარი დღე.

ჭინჭარი და არა ჯინჭარი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავის (არ) მიეცემა და არა არავის (არ) მიეცემათ.

არსებობს მოსაზრებები და არსებობენ მოსაზრებები.

გაზქურის ტაფა, სინი (გამოსაცხობი) და არა ჟარუნა.

გულდასაწყვეტი და არა გულსაწყვეტი.

ვარდისფერი და არა ვარდისფერი ფერი.

ვუღიმი და არა უღიმივარ.

ინდივიდუალური ცნება და არა ინდივიდუალური მცნება.

კერძები იქმნებოდა და არა კერძები იქმნებოდნენ.

მოვამზადე ტყემალი და არა დავამზადე ტყემალი.

ნარმა (ქსოვილის სახეობა) და არა ბიაზი.

ნაფაზი და არა ნაპასი.

ჟიურის არ მოეწონა და არა ჟიურს არ მოეწონა.

ჟიურიმდე მისვლა და არა ჟიურამდე მისვლა.

რეიტინგებიც ადასტურებს და არა რეიტანგებიც ადასტურებენ.

რაც მინდოდა, იმას მივაღწიე და არა რასაც მინდოდა, იმას მივაღწიე.

ქსოვილი და არა მატერია.

ყველა ღონეს ვიხმართ და არა ყველა ღონეს ვიხმარებთ.

ჩვენდამი და არა ჩვენსადმი.

ხაზს გავუსვამდი და არა ხაზს გავუსმევდი.

ჰემოგლობინი და არა გემოგლობინი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი