ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№24

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 24.06

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბრახაბრუხი და არა ბრახიბრუხი.

თავის ქალა; ნათესაობით ბრუნვაში – თავის ქალის და არა თავის ქალას.

თავით ფეხამდე, თავით ფეხებამდე, თავიდან ფეხამდე და თავიდან ფეხებამდე პარალელური ფორმებია.

კბილებჩაცვენილი და კბილებჩაცვივნული პარალელური ფორმებია.

კვერცხისებრი და კვერცხისებური პარალელური ფორმებია.

კენწვლა და არა კენწლვა.

კენწლავს და არა კენწლის.

მონახევრეობა და არა მონახევრობა.

მონდომება და არა მონდომა

(მაგრამ – ნდომა).

მონოპოლიზება და არა მონოპოლიზირება.

რაკარუკი და რაკირუკი პარალელური ფორმებია.

ტლაშატლუში და ტყლაშატყლუში პარალელური ფორმებია.

ქვეშაგებელი და ქვეშსაგებელი პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ასლის გაკეთება და არა კოპირება.

ამბით და არა ამბავით.

არავინ არ უნდა გაიგოს და არა არავინ უნდა გაიგოს.

გაგვეზიარებინა და არა გაგვეზიარებია.

განნაღმოს და არა განაღმოს.

გამათავისუფლებელი (განმათავისუფლებელი) მოძრაობა და არა განმანთავისუფლებელი მოძრაობა.

ინფორმაციული და არა ინფორმატიული.

კანის რომელიმე დაავადება და არა რომელიმე კანის დაავადება.

მისცა და არა მიცა.

მოზელა და არა მოზელვა.

მოსწყდნენ რეალობას და არა მოწყდნენ რეალობას.

მოვშუშოთ და არა მოვთუშოთ.

მონაწილისთვის და არა მონაწილესთვის.

მოღიმარი და არა მომღიმარე.

პოპურიზე ვიფიქროთ და არა პოპურზე ვიფიქროთ.

ქალბატონი ირმა დამეხმარა და არა ქალბატონმა ირმამ დამეხმარა.

ღვიის ბუჩქი და არა ღვიას ბუჩქი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო