ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№53

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.01

აბონიმენტი თუ
დაკოპირებულია

აბონემენტი და არა აბონიმენტი.
ახლახან და არა ახლახანს, ეხლახანს.
ახორციელებს და არა ანხორციელებს, მაგრამ – განახორციელა.

ბათუმელები, თბილისელები და არა ბათუმლები, თბილისლები.
ბრეოლინი (თმის გასაპრიალებელი გელი) და არა ბრიოლინი.
გადადო (წიგნი გვერდზე) და არა გადასდო (წიგნი გვერდზე),
მაგრამ – გადასდო (მეგობარს გრიპი) და არა გადადო (მეგობარს გრიპი).
დააკარგვინა და არა დააკარგინა.
დაასწარი, დავასწარი და არა დაასწრე, დავასწრე.
დედ-მამა (და-ძმა, დედა-შვილი, მამა-შვილი) ჩამოვიდა და არა დედ-მამა (და-ძმა, დედა-შვილი, მამა-შვილი) ჩამოვიდნენ.
მოსწყვიტა თვალი (რაღაცას) და არა მოწყვიტა თვალი (რაღაცას), მაგრამ – მოწყვიტა ხიდან ვაშლი.
სამართალდამცველი პირი და არა სამართალდამცავი პირი, მაგრამ – სამართალდამცავი ორგანოები და არა სამართალდამცველი ორგანოები.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:
გაისროლა და არა გასროლა განახორციელა.
დაზიანდა და არა ადგილი ჰქონდა დაზიანებას.
დიფთერია და არა დიფტერია.
ზელს (ცომს) და არა ზილავს, ზელავს (ცომს).
იქადის და არა იქადნის, იქადნება.
ამ მხიარულ ნოტზე ვამთავრებთ გადაცემას და არა ამ მხიარულ ნოტაზე ვამთავრებთ გადაცემას
(ნოტი – მუსიკალური ბგერა, მაგრამ ნოტა – წერილობითი დიპლომატიური მიმართვა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნისადმი).
საქმე ისაა და არა საქმე იმაშია (რუსულის კალკია).
სჭირდება, დასჭირდა და არა ჭირდება, დაჭირდა, მაგრამ – ჭირდება (გაჭირდა) საქმე.
უნახავს და არა უნახია.
ქასთინგი და არა კასტინგი.
წვნა, დაწვნა (ნაწნავის) და არა წნა, დაწნა (ნაწნავის).
წნავს, დაწნავს და არა წნის, ბწნის, დაწნის, დაბწნის.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...