ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№20

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 27.05, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ანთროპოლოგი და არა ანტროპოლოგი.

ბრკე და არა პკე.

დახვრეტს და არა დახვრიტავს.

დაჰყავდა და არა დაჰყვანდა, დაყავდა.

იქამდე, იქამდის და არა იქამდი, იქამდისინ.

მოდერნიზაცია და მოდერნიზება პარალელური ფორმებია.

მოშიება, მოშიებული და არა მომშიება, მომშიებული, მოშივება, მოშივებული

(მაგრამ – მომშიებია).

მოცინარი და არა მომცინარი, მომცინარე.

მონუმენტური და არა მონუმენტალური.

პირმრგვალი და არა პირრგვალი, პირგვალი.

პირუტყვული და არა პირუტყული.

საგულისხმო და არა საგულისხმიერო.

სრასახლი და არა სრა-სასახლე.

ქრება და არა ჰქრება.

ჰიენა და არა გიენა.

ჰილზი და არა ჰილზა, გილზა, გილზი.

ჰიპერტონია და არა გიპერტონია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ასცდება ნიშნულს და არა აცდება ნიშნულს.

გაჟლეტა და არა გაჟლეტვა.

დაძახებაზე და არა დაძახილზე.

დეკოლტე და არა გულამოღებული, ამოღებული.

დეკლარირებას უკეთებს და არა ადეკლარირებს.

ვისაუბრეთ პედიატრთან და არა ვისაუბრეთ პედიატრთან ერთად.

თქვა და არა სთქვა.

თემურმა თქვა და არა თემურიმ თქვა.

ისე კარგად ვცხოვრობდით და არა ისეთი კარგი ცხოვრებით ვცხოვრობდით.

მეთქი და არა მეთქვი.

მე ხაზს ვუსვამ და არა მე ხაზს უსმევ.

მორწმუნისთვის და არა მორწმუნესთვის.

რაქიტი და არა რახიტი.

სთავაზობს და არა თავაზობს.

სკალა და არა შკალა.

სიხარულს ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს და არა სიხარულს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

სწორად განვითარებისთვის და არა სწორედ განვითარებისთვის.

ქალაქ მცხეთიდან და არა ქალაქი მცხეთიდან.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი