ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№19

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 20.05, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აწონის და არა ასწონის.

ბზინვარე და არა მბზინვარი

(მაგრამ – მბზინავი და არა ბზინავი).

გაფურჩქნა (საწყისი ფორმა) და არა გაფურჩქვნა, გაფურჩქნის (ნათესაობითი ბრუნვა)

(ასევე: გაფურჩქნა (მან ის).

გეახლება და არა გიახლება.

დაგვიწყებია და არა დაგვიწყნია.

მერე და მერმე (შემორჩენილია სიტყვაში მერმისი) პარალელური ფორმები.

მომილოცავს და არა მომილოცნია, მომილოცია.

უღიმის, უღიმოდა და არა უღიმებს, უღიმებდა

(მაგრამ – გაუღიმებს).

შეუმუსრავი და შეუმუსვრელი პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არამტვრევადი და არა უმტვრევი

გამთენიისას დაიწყო და არა გამთენიას დაიწყო.

ეკლექტიკური და არა ეკლექტური.

ერთი წლის წინ და არა ერთი წლის უკან.

კურაპალატი და არა კუროპალატი.

მშვიდობიანი მოსახლეობა და არა სამშვიდობო მოსახლეობა.

მქონოდა და არა მქონებოდა.

ჟიურის უცვლელი წევრი და არა უცვლელი ჟიურის წევრი.

სცენური სახე და არა სცენიური სახე.

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და არა უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად.

ფულის გზავნილი და არა ფულადი გზავნილი.

შეგვიკრებია და არა შეგვიკრიბავს.

შემეკავებინა და არა შემეკავებია.

შენ უკვეთ და არა შენ უკვეთავ.

ცოლი შევირთე და არა ცოლი მოვიყვანე.

ხალხს სჯეროდა და არა ხალხს ჯეროდა; ხალხს ეჯერა.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და არა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი