ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№18

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 13.05, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბაბილონის გოდლის და არა ბაბილონის გოდოლის.

ბატარეები და არა ბატარეიები.

გადასწერს ჯვარს და არა გადაწერს ჯვარს

(მაგრამ – გადაწერს წიგნიდან მაგალითს და არა გადასწერს წიგნიდან მაგალითს).

დააჩეკინა (წიწილები) და არა დააჩეკვინა (წიწილები).

ემჯობინება და არა ეჯობინება.

მიხრა-მოხრა და არა მიხვრა-მოხვრა.

ოცნება და არა ოცნებობა.

სამხრე, სამხრეებიანი და არა პაგონი, პაგონებიანი.

სანუკვარი და სანუკველი პარალელური ფორმებია.

სარკაზმული და სარკასტული პარალელური ფორმებია.

საფარცხავი და არა საფარცხი.

უშვრება და არა უშვება.

ფუჩუნი და ჩურჩული პარალელური ფორმებია.

ყაისნაღი და არა ყასნაღი.

ყინწის კვრა და კინწის კვრა პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აღიქვამ და არა აღიქვავ.

ბიჭები ვსხედვართ და არა ბიჭები ვზივართ.

გავაუთოე და არა გავაუთავე.

გამოვედი წყობიდან და არა გამოვედი წყობილებიდან.

გამოსავალი მეპოვა და არა გამოსავალი მეპოვნა.

დღისითაც არ გვაწუხებს და არა დღეც არ გვაწუხებს.

ევრიპიდეს (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ევრიპიდის.

იგნორირება გამეკეთებინა და არა იგნორირება გამეწია.

მოშურნე და არა მომშურნე.

ნუგასავით იღეჭება და არა ნუგასავით ღეჭვადია.

სძულხარ, სძულს და არა ძულხარ, ძულს.

ფანტასტიკურად გრძნობს თავს და არა ფანტასტიურად გრძნობს თავს.

შეხვედრიხართ და არა შეხვედრილხართ.

ძლივს და არა ძლივას.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი