ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№17

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 06.05

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ანეკდოტი და არა ანეგდოტი.

არისხებს და არა ანრისხებს

(მაგრამ – განარისხა).

ახალი წელი და არა ახალი წელიწადი

(მაგრამ – დაიწყო ახალი წელიწადი).

გაახელს (თვალს) და არა გაახილებს.

დააყვედრებს და დააყვედრის პარალელური ფორმებია.

დაიჭერს და არა დაიჭირავს (ძველი ფორმაა).

კაცთმოყვარეობა და არა კაცთმოყვარება.

კაცთმოძულე და არა კაცმოძულე.

მგვანი და მსგავსი პარალელური ფორმებია.

მოსაძღვნელი და არა მოსაძღვენი.

მღვდელი და არა ღვდელი.

მოსრიალებს და არა მოსრიალობს.

სისადავე და არა სადაობა.

შეთხუპნილი და არა შეთხუპნული.

ჭდე და არა მჭდე.

ხონთქარი და არა ხვანთქარი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გითქვამს და არა გითქვია.

დავძენ და არა დავსძინავ.

დატოტვილი და არა დატოტილი.

ვეახელით და არა ვეახლეთ.

თამარს ფეხი მოსტყდა და არა თამარს ფეხი მოტყდა.

თითოეულ ჩვენგანზე და არა თვითოეულ ჩვენთაგანზე.

მოზარდები და არა უფრო ზრდასრული ბავშვები.

მომართვის სიხშირე (რაოდენობა) იმატებს (იზრდება) და არა მომართვიანობა მატულობს.

რაღაცებს ამბობს და არა რაღაცეებს იძახის.

რედაქტირება გაუკეთა და არა რედაქტურა გაუკეთა.

სოფელ დარჩელის საჯარო სკოლა და არა სოფელი დარჩელის საჯარო სკოლა.

უნდა იშლებოდეს და არა უნდა იყოს შლადი.

ქრონიკული დაავადების მქონე და არა ქრონიკული დაავადების მატარებელი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...