ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№16

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 29.04, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აავარდისფრებს და აავარდისფერებს პარალელური ფორმებია.

ანბანი, ალფაბეტი და არა ალფავიტი.

აცვიფრებს და არა ანცვიფრებს

(მაგრამ – განაცვიფრა).

ასწევს (ხელს) და არა აწევს (ხელს).

(მაგრამ, თუ იგულისხმება დაწოლა ან დაწევა (დააწია), მაშინ – აწევს).

გასინჯვა და არა გაშინჯვა.

მომასწავებელი და არა მომასწავები.

სენბერნარი (ძაღლის ჯიში) და არა სერბერნარი.

ქანდაკება და სკულპტურა პარალელური ფორმებია.

წათვლემს (ის), მაგრამ – წასთვლემს (მას).

წამწყმედი და წამწყმედელი პარალელური ფორმებია

(ნათ. ბრუნვა – წამწყმედლისა).

წამხალისებელი და წამახალისებელი პარალელური ფორმებია.

წამხდენი და წამხდენელი პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადვილად დასაჯერებელია და არა მარტივად დასაჯერებელია.

ამ სიმღერამ სხვა განწყობა (ემოცია, ნოტი) შემოიტანა და არა ამ სიმღერამ სხვა ნოტა შემოიტანა.

ბარსელონის მხრიდან და არა ბარსელონას მხრიდან.

გაიცნეს და არა გაიცვნეს.

დამდევს და არა დამსდევს.

დასიზმრებია და არა დაზმანებია.

ვერ განვჭვრეტთ და არა ვერ განვჭვრიტავთ.

იბრძვის და არა ბრძოლობს.

იმის მიუხედავად და არა იმისდა მიუხედავად.

ისინი აიცრნენ და არა მათ აიცრენ.

მთამადნელი და არა სამთოელი.

მღერით და არა მღერიხართ.

რამდენ ხანს აცხობდი და არა რამდენი ხანი გამოაცხვე.

სოფელში (ქალაქში) მცხოვრები და არა სოფელში (ქალაქში) მაცხოვრებელი.

სწორად აღნიშნა და არა სწორედ აღნიშნა.

ტაშიც არ დაუკრავს და არა ტაშიც არ დაუკრია.

ფასი, რომელსაც ხალხი იხდის, ღირს თავისუფლებად და არა ფასი, რომელსაც ხალხი იხდის, ღირს ამ თავისუფლებისთვის.

შენ შესახებ და არა შენს შესახებ.

ცუდად ისმის და არა ცუდი სმენადობა არის.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი