ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№15

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 22.04

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბერტყავს და არა ბღერტავს.

გაარისხებს, განარისხებს და არა გაანრისხებს.

გააფრთხობს (სულს) და არა გააფთხობს (სულს).

დააფრთხობს და არა დააფთხობს.

დასმა და არა დაჯენა.

ვცემოთ და არა გავლახოთ (კუთხურია).

კარალიოკი და კოროლიოკი პარალელური ფორმებია.

კუკუმალობა და კუკუმალულობა პარალელური ფორმებია.

ნახევარი და არა მეორედი

(მაგრამ – ერთი მეორედი).

საზრდო და არა საზდო.

წამბაძავი და წამბაძველი პარალელური ფორმებია.

ხვალ და არა ხვალე.

ხვანცალობს და არა ხვანცალებს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ თანხმდებიან უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე და არა არ თანხმდებიან უსაფრთხო დერეფნის შექმნას.

ბატონმა დავითმა და არა ბატონ დავითმა.

ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და არა ბევრი თაყვანისმცემლები ჰყავდა.

გადადების შესაძლებლობა, სიხშირე და არა გადამდებობა.

გავტანოთ გაზაფხულამდე და არა გავსტანოთ გაზაფხულამდე

(მაგრამ – გასტანეთ, გასტანეს).

გამძღარი და არა გამაძღარი.

გამწმენდი სამუშაოები და არა გაწმენდითი სამუშაოები.

დავასხუროთ წყალი და არა დავაშხუროთ წყალი.

დავეთანხმები ომარს და არა დავეთანხმები ომარის.

დასცინი და არა დაცინი.

კოჭებს დაგიხვრეტ და არა კოჭებს დაგიხვრიტავ.

მოგიმატებია (წონაში) და არა მოგიმატია (წონაში).

ნუ დამწყვეტ გულს და არა ნუ დამწყვიტავ გულს.

პარალიმპიური და არა პარაოლიმპიური.

პათეტიკური და არა პათეტიური.

პატივსაცემი და არა საპატივსაცემო.

ფეხის მოტეხა და არა ფეხის მოტეხვა.

ჯადოქარს მოსტეხა ფეხი და არა ჯადოქარს მოტეხა ფეხი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი