ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№13

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 08.04

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აეკრა და არა აეკრო.

აეკრნენ და არა აეკვრნენ.

აეკვრება და არა აეკრობა.

განავრცო და გაავრცო პარალელური ფორმებია.

დაგვიმადლის და დაგვიმადლებს პარალელური ფორმებია.

დაგრძელება და არა დაგძელება.

კვანტური მექანიკა და არა ქვანტური მექანიკა.

პოდაგრა და არა პადაგრა.

რაიხსტაგი და არა რეიხსტაგი.

რეზიუმე და არა რეზუმე.

რევოლუციური და არა რევოლუციონური.

რელიკვია და არა რელიქვია.

ფსიქიკური და არა ფსიხიური, ფსიქიური.

ქვემძრომი და ქვემძრომელი პარალელური ფორმებია.

ქვედაწელი და ქვედატანი პარალელური ფორმებია.

ღალატი და არა ღალატობა.

ღმერთქალი და ქალღმერთი პარალელური ფორმებია.

შეგზავნის და არა შეაგზავნის.

ხრჩობა და არა ღრჩობა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ატალახებული ჰქონდა მისი კარი და არა ატალახიანებული ჰქონდა მისი კარი.

გაიაფება (ან – ფასების შემცირება) და არა ფასების გაიაფება.

დევნა, დევნის და არა სდევნა, სდევნის.

მანახვა და არა მანახა.

მეორე მხრივ და არა მეორეს მხრივ.

მინიმუმ, განახევრებულია და არა როგორც მინიმუმ, განახევრებულია.

მოოქრული და არა მოოქროვილი.

ორმაგი დანიშნულების მქონეა და არა ორმაგი დანიშნულების მატარებელია.

პირველივე დღეებიდან (ან – პირველი დღეებიდანვე) და არა პირველივე დღეებიდანვე.

რა (როგორი) პოზიცია უკავია და არა როგორ პოზიციონირებს.

ყველა ჩვენგანისთვის და არა ყველა ჩვენთაგანისთვის.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი