ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№12

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.04, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ავკრეფთ და არა ავკრიფავთ.

დაჟინება და არა დაჯინება.

იმანვე და არა იგივემ.

მლოცავი და მლოცველი პარალელური ფორმებია.

მასხარაობა და მასხრობა პარალელური ფორმებია.

მენინგიტი და არა მინინგიტი.

ნათოვი და არა ნათოვარი, მონათოვი, ნათოვლი.

ოთხმოცდამეათე და არა მეოთხმოცდაათე.

სათნო და არა სათნოიანი.

სარჩო-საბადებელი და არა სარჩო-საბადი.

ტელეფონი და არა ელსმენი.

ტიპობრივი, ტიპური და არა ტიპიური.

უბრჭყვიალებს და არა უბრჭყვინავს.

უეცრად და უეცრივ პარალელური ფორმებია.

უკრაინელები და არა უკრაინლები.

უწონადობა და არა უწონობა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამინდის ცვლილებასთან ერთად და არა ამინდის ცვალებასთან ერთად.

ასე ვთქვათ და არა ესე ვთქვათ.

ამას მოწმობს და არა ამაზე მოწმობს.

ბუქარესტი და არა ბუხარესტი.

გაგვაცალკევებს და არა გაგვაცალკავებს.

დიდ ძალისხმევად უჯდება და არა დიდი ძალისხმევა უჯდება.

თქვენ წინააღმდეგ და არა თქვენს წინააღმდეგ.

კარიბის კუნძულები და არა კარიბები.

ლეგალურ პლატფორმებზე და არა რეგალურ პლატფორმებზე.

მათი მხრიდან და არა მათის მხრიდან.

მასობრივი მიმართვა და არა მასიური მიმართვა.

მსოფლიოს ჩემპიონი და არა მსოფლიო ჩემპიონი.

რამდენიმე დღის წინ და არა რამდენიმე დღის უკან.

უზრუნველვყოფთ და არა ვუზრუნველვყოფთ.

ხოცვა-ჟლეტა და არა ხოცვა-ჟლეტვა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი