ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№11

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 25.03, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აზავებს და არა ანზავებს.

აუბზეკია და არა აუბზიკავს

(საწყისი ფორმა – აბზეკა).

დაესხნენ თავს და არა დაესხენ თავს.

დაუზოგავი და დაუზოგველი პარალელური ფორმებია.

ლენტი და არა ლენტა.

უთხოვია და არა უთხოვნია.

ფშაური და არა ფშავური.

ქვეითად მოვიდა და არა ფეხით მოვიდა.

ყოყმანი და არა ყოყმანობა.

ყანყრატო და არა ყრონტი.

შვრება და არა შვება.

ცუნამის (მიცემითი ბრუნვა) და არა ცუნამს (მიცემითი ბრუნვა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აღიქმება და არა აღიქვება.

განხილვის პროცესშია და არა განხილვაშია.

დისკრედიტაცია და არა დისკრეცია.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და არა ნატურალურად სუფთა პროდუქტი.

მთელი რიგი ღონისძიებებისა და არა მთელი რიგი ღონისძიებები.

მიიტანენ და არა მიიტანებენ.

მიზანშეწონილობა და არა მიზანშეწონილება.

რაც არ უნდა მოხდეს, დავეხმარებით და არა რაც უნდა მოხდეს, დავეხმარებით.

რომ წაერთმია და არა რომ წაერთვა.

სხდომას არცერთი წევრი არ დასწრებია და არა სხდომას არცერთი წევრი დასწრებია.

შევხვედრივარ და არა შევხვედრილვარ.

შპაგატზე ჩაჯდომა და არა შპაკატზე ჩაჯდომა.

ხელოვნების სხვადასხვა დარგს და არა სხვადასხვა ხელოვნების დარგებს.

ხმოვანი ინფორმაციის მქონე ნივთები და არა ხმოვანი ინფორმაციის მატარებელი ნივთები.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი