ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№10

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 18.03, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ავმდგარვარ და არა ამდგარვარ.

აზბესტი და არა ასბესტი.

ბაიხის ჩაი და ბაიხაოს ჩაი.

დაუცავად და დაუცველად პარალელური ფორმებია.

ექსტრემალური და ექსტრემული პარალელური ფორმებია.

მოქმედებს და არა მოქმედობს.

წმინდა მოგება და არა სუფთა მოგება.

წნავს და არა ბწნის, პწნის, პწნავს.

ხვრეტს, ხვრეტდა და არა ხვრიტავს, ხვრიტავდა.

ჰგვრის (მას) სიამოვნებას და არა გვრის (მას) სიამოვნებას.

ჰუმანოიდი და არა გუმანოიდი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადვილად განსახორციელებელი და არა ადვილად განხორციელებადი.

ალტერნატიული და არა ალტერნატული.

არ დავთანხმდებოდი ტელევიზიაში მოსვლაზე და არა არ დავთანხმდებოდი ტელევიზიაში მოსვლას (მაგრამ – არ დავთანხმდებოდი მეგობარს).

გავიწროებდა და არა გავიწროვებდა.

გამოაქვეყნეს და არა გამოაქვეყნენ.

გახლეჩა და არა გახლეჩვა.

დაედო მსჯავრი და არა დაედო მსჯავრდება.

ვერ ვიგებ და არა ვერ ვგებულობ.

ლუჩანო პავაროტის ავირჩევ და არა ლუჩიანო პავაროტს ავირჩევ.

მიუნჰენი და არა მიუნხენი.

მე ამ იდეების ერთგული ვარ და არა მე ვერთგულებ ამ იდეებს.

ნაფაზი და არა ნაპასი.

ნუ მაბრალებ და არა ნუ მაბრალი.

პლაგიატორობაში დაადანაშაულეს და არა პლაგიატობაში დაადანაშაულეს.

რითაც და არა რითითაც.

უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ და არა უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგავართ.

წამისვამ? და არა წამისმევ?

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი