ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№8

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 04.03

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აგანიერებს და აგანივრებს პარალელური ფორმებია.

აბურძგნილი და არა აბურძგნული.

აგებულება და არა აგებულობა.

გაგანიერება და გაგანივრება პარალელური ფორმებია.

გააჭირვა, გააჭირვებს და არა გააჭირა, გააჭირებს, გააჭივრა, გააჭივრებს.

გადააკრავს და არა გადააკრობს.

აატანა, დაატანს და არა დაატნია, დაატნევს.

დაშაქრული და დაშაქრებული პარალელური ფორმებია.

იფლობა და არა იფლება, იფვლება.

კოცონის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა კოცნის.

კრაზანის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა კრაზანას (ნათესაობითი ბრუნვა).

ხარია და უხარის (ძველი ფორმა).

ცეცხლგამძლე და არა უწვი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არაფერი (არ) სჭირს და არა არაფერი არ ჭირს.

გადავედით საცხოვრებლად და არა გადავცხოვრდით.

გამონაყარის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა გამონაყრის (ნათესაობითი ბრუნვა).

დაგთანხმებივარ და არა დაგთანხმებულვარ.

ესემესი მისწერა და არა ესემესი მიწერა.

თმის ღერი და არა თმის ღერო.

ინტერიერი და არა შიდა ინტერიერი.

ინტერაქტიური სათამაშო და არა ინტერაქტიული სათამაშო.

მალდივის კუნძულები და არა მალდივები.

მოქაჩა თმა და არა მოქაჩა თმაში.

ოპტიმისტური ნოტით დავასრულოთ და არა ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ.

პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და არა ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელს.

რეპლიკები წარმოთქვა და არა რეპლიკები განახორციელა.

სპეციფიკური და არა სპეციფიური.

ტაბლეტის სახით (ფორმით) და არა ტაბლეტირებული.

უნდა სჯეროდეს და არა უნდა ჯეროდეს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...