ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№7

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 25.02, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამპუტაცია და ამპუტირება პარალელური ფორმებია.

დაიკვეხა (დაიკვეხის), დაიკვეხებს და დაიკვეხნა (დაიკვეხნის) პარალელური ფორმებია.

დაუკვეხია და დაუკვეხნია პარალელური ფორმებია.

ესეც და არა ესაც.

ვსვამ და არა ვსვავ.

ზმნიზედა და არა ზმნისზედა.

ნემსი და არა ნევსი.

პროგრამირება და დაპროგრამება პარალელური ფორმებია.

ჟრჟოლა და არა ჟრჟოლვა.

რამედ და რადმე პარალელური ფორმებია.

რამით და რამეთი პარალელური ფორმებია.

რა რჯის და არა რა სჯის.

სენბერნარი (ძაღლის ჯიშია) და არა სერბერნარი.

ჩვენ გარშემო და არა ჩვენს გარშემო.

ჩიხტიკოპი და ჩიხტაკოპი პარალელური ფორმებია.

ჩხირობანა და ჩხირობია პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გავიკეთოთ ვაქცინა, ავიცრათ და არა ვვაქცინირდეთ.

დაგთანხმებივარ და არა დაგთანხმებულვარ.

დავუკავშირდი მეგობარს და არა დავკავშირდი მეგობარს.

დაუწვავს და არა დაუწვია.

დოკუმენტური და არა დოკუმენტალური.

იპოვეს და არა იპოვნეს.

მუსიკისმცოდნე და არა მუსიკათმცოდნე.

მოღიმარი და არა მომღიმარი.

ფილეს (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ფილის (ნათესაობითი ბრუნვა).

ფოიერვერკი და არა ფეერვერკი.

ფულის სწრაფი გზავნილები და არა სწრაფი ფულადი გზავნილები.

ჰგავხარ და არა გევხარ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი