ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№52

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 07.01, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ასრულება და აღსრულება პარალელური ფორმებია.

ბნელაში და ბნელში პარალელური ფორმებია.

გადააადგილებს და არა გადაადგილებს

(მაგრამ – გადაადგილება, გადაადგილდა).

დაეჩვივნენ და არა დაეჩვიენ.

დაეწვება და დაეწვის პარალელური ფორმებია.

მკურნავი და მკურნალი პარალელური ფორმებია.

მომნათლავი და მომნათვლელი პარალელური ფორმებია.

მცონარა, მცონარი და მცონარე პარალელური ფორმებია.

ნეიტრალიზაცია და ნეიტრალიზება პარალელური ფორმებია.

რუდიმენტული და რუდიმენტალური.

რჯულმდებელი და რჯულისმდებელი პარალელული ფორმებია.

საზიდავი და საზიდი პარალელური ფორმებია.

ცვრიანი და არა მცვრიანი.

ცთუნება და ცდუნება პარალელური ფორმებია.

ცერებრული და ცერებრალური პარალელური ფორმებია.

ძვრომა და ძრომა პარალელური ფორმებია.

წამგლეჯი და არა წამგლეჯავი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები👇

ადვილად ზიანდება და არა მარტივად ზიანდება.

არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და არა ყველა კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ამასთან ერთად და არა პლიუს ამას.

გადაკვეთენ და არა გადაკვეთავენ.

ინფორმაციული და არა ინფორმატიული.

მონაწილეობას იღებდა და არა მონაწილეობას ღებულობდა.

ოხშივარი და არა ოშხივარი.

რეზინი და არა რეზინა.

ტრაქეა და არა ტრახეა.

უკვდავვყოფ (მე მას) და არა ვუკვდავყოფ.

უფრო ახლოს ხარ შენს მიზანთან და არა უფრო წინ ხარ შენს მიზანთან.

ყველა აცრილი ვართ და არა ყველა აცრილები ვართ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი