ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№51

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 31.12, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

იყოფა და არა იყოფება.

იწებს და არა იწობს.

კამოდი და არა კომოდი.

კანკალებს და არა კანკალობს.

მმუსრავი და არა მმუსვრელი.

მუყაო და არა კარდონი, კარტონი.

მჭადი და არა ჭადი.

ნაუცბათევი და არა ნაუცფათევი.

ნაფთალინი და არა ნაფტალინი.

სოსისი და არა სასისკი.

უხილავი და უხილველი პარალელური ფორმებია.

შემომხედველი და არა შემომხედი, შემომხედავთ.

ხელმარცხნივ და ხელმარცხნით პარალელური ფორმებია.

ხელმონაკიდები და ხელმონაკიდი პარალელური ფორმებია.

ხელმოსაკიდი და ხელმოსაკიდებელი პარალელური ფორმებია.

ჯანჯუხა და ჯანჯუხი პარალელური ფორმებია.

ჰარაკირი და არა ხარაკირი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გამწმენდი სამუშაოები და არა გაწმენდითი სამუშაოები.

გავიაზროთ და არა გადავიაზროთ.

ემოციური კავშირი მაქვს ფონდთან და არა ემოციური ბმა მაქვს ფონდთან.

იმავენაირად და არა იგივენაირად.

კარგად იყიდება და არა გაყიდვადია.

ლამაზად მეცვას და არა ლამაზად მეცვეს.

ნოდარმა მიხედოს და არა ნოდარიმ მიხედოს.

რადგან გაღიზიანება იმატებს და არა რადგან გაღიზიანებადობა იმატებს.

როგორც შევძლებ და არა როგორაც შევძლებ.

საკუთარ კარიერას წირვა გამოვუყვანე და არა საკუთარ კარიერას წირვა გამოვუტანე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი