ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№48

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 10.12, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აი იმ და არა აიმ.

ამყნის და ამყნობს პარალელური ფორმებია.

გავთავისუფლდი ტყვეობიდან და არა განვთავისუფლდი ტყვეობისგან.

გამოვაცხვე და არა გამოვაცხე.

გამოზნექა და არა გამოზნექვა.

გამოვლენა და გამოვლინება პარალელური ფორმებია.

მოთოვოს და არა მოთოვლოს.

საკმეველი და საკმელი პარალელური ფორმებია.

სანანებელი და არა სანანი, სანანელი, სანანო.

სანატრელი და არა სანატრო, სანატრებელი.

უმსგავსობა და არა უმსგავსოება.

ქანქარას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ქანქარის.

ქართლ-კახური და ქართლურ-კახური პარალელური ფორმებია.

შემოეძარცვება და არა შემოეცარცვება.

შეუკვეცს, შეუკვეცია და არა შეუკვეცავს

(საწყისი ფორმა – კვეცა, შეკვეცა).

შეუნდობელი და არა შეუნდობარი.

წაგებიანი, წამგები და არა წამგებიანი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აბსოლუტურად და არა აბსოლიტურად.

ასე ნუ იქცევა და არა ასეთ საქციელს ნუ ახორციელებს.

გაიფცქვნება და არა გაიფრცქვნება.

ელექტრიფიკაცია და არა ელექტროფიკაცია.

კერამიკა-გრანიტის ფილები და არა კერამო-გრანიტის ფილები (რეკლამა).

ლაკს ისვამს ფრჩხილებზე და არა მანიკურებს ისვამს ფრჩხილებზე.

პოლიომიელიტი და არა პოლიომელიტი.

პროპაგანდას ეწევა და არა პროპაგანდირებას ეწევა.

რაგბის (მიცემითი ბრუნვა) მაყურებელი დაუბრუნდა და არა რაგბს მაყურებელი დაუბრუნდა.

შვიდივე გარდაიცვალა და არა შვიდივე მათგანი გარდაიცვალა.

წვრილმანებს აღარ განვიხილავ და არა წვრილმანებში აღარ შევალ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი