ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№46

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.11, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აღადგენს და არა აღადგინებს.

აღავლენს და არა აღავლინებს.

გადაირივნენ და არა გადაირიენ.

გამოსაკითხი და გამოსაკითხავი პარალელური ფორმებია.

დაღწევა, მიღწევა და არა დახწევა, მიხწევა.

თავსახურიანი და თავსახურავიანი პარალელური ფორმებია.

ლუმინესცენცია (ცივი ნათება) და არა ლუმინესენცია.

მაგრად და არა მაგრა, მაგრათ.

რა რჯის და არა რა სჯის

(მაგრამ მამა შვილს სჯის).

სწავლას იწყებს და არა სწავლას იწყობს

(მაგრამ – მაგიდაზე წიგნებს იწყობს).

ტიტა, ტულიპი და ტულპანი პარალელური ფორმებია.

ქრესტომათიულობა და არა ხრესტომატულობა.

შესვამს (ცხენზე) და არა შეაჯენს (ცხენზე).

ჩაატანა, ჩაატანს და არა ჩაატნია, ჩაატნევს (კუთხურია).

ჩაკრული და არა ჩაკრობილი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამასთან ერთად და არა პლუს მაგას.

არცერთ ჩვენგანს არ შესწევს უნარი და არა არცერთ ჩვენგანს შესწევს უნარი.

არცერთი კამერა არ არის და არა არცერთი კამერაა.

აღვძარით და არა აღვძერით, ავღძარით.

გადავწყვეტთ და არა გადავწყვიტავთ.

გოგოზე ხელი აღმართა და არა გოგოს მიმართ ხელი აღმართა.

დისციპლინური და არა დისციპლინარული.

მომსახურების ზონა და არა მომსახურეობის ზონა.

ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე და არა ორიენტირებულია უკეთეს მომავალთან.

სიხარულს ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს და არა სიხარულს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

შვეიცარიული და არა შვეიცარული

(საწყისი ფორმა – შვეიცარია).

წყობიდან არ გამომიყვანო და არა წყობილებიდან არ გამომიყვანო.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...