ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№43

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.11

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ავწერე და აღვწერე პარალელური ფორმებია.

ეტიკეტი და არა ეთიკეტი.

ეგზოტიკა და არა ეკზოტიკა.

ინტრავერტი და არა ინტროვერტი.

მიმხვედრი და მიმხვდომი პარალელური ფორმებია.

მიმხედავი და მიმხედველი პარალელური ფორმებია.

მოაზომებს და არა მოაზმანებს.

სადასტაქრო (დასტაქარი) და არა სადოსტაქრო (დოსტაქარი).

სინდისი და არა სვინდისი.

ტბორე და ტბორი პარალელური ფორმებია.

უღერებს და არა უღერს.

ქარდამცავი და ქარსაფარი პარალელური ფორმებია.

ქრონიკული (დაავადება) და არა ქრონიკალური (დაავადება).

ღლეტს და არა ღლეტავს, ღლიტავს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გაგვქონდა თავი და არა ვიტანდით თავს.

ვერ ძლებს და არა ვერ სძლებს.

თქვენი (შენი) ნებართვით და არა თქვენის (შენის) ნებართვით.

კარგი ცხენოსანი გახდეს და არა კარგი მეცხენოსნე გახდეს.

ნევრასთენია და არა ნევრასტენია.

ნევროლოგი, ნევროზი და არა ნერვოლოგი, ნერვოზი

(მაგრამ – ნერვი, ნერვული, ნერვიული).

საკუთარი თავის ფოკუსირება მოვახდინოთ და არა ვფოკუსირდეთ.

ჭეშმარიტება დადგინდეს და არა ჭეშმარიტება დადგეს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...