ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№42

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 29.10, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აბრტყელებს და არა აპრტყელებს, აპტყელებს. 

ბრტყელი და არა პრტყელი, პტყელი.

გაგანიერება და არა გაგანივრება.

განიზრახავს, განზრახვა და არა განიძრახავს, განძრახვა

(მაგრამ – დაძრახვა, დაძრახავს).

ვაშლის ხემ მოისხა და არა ვაშლის ხემ დაისხა.

ვიგინდარას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ვიგინდარის.

მანსარდა, მანსარდაში და არა მანსარდი, მანსარდში.

მოზელა (საწყისი ფორმა) და არა მოზელვა.

მოუზელია, მოზელს და არა მოზილავს, მოუზელავს, მოზელავს, მოზილვა.

მსგავსი და არა მგზავსი.

ოპენჰაიმერი და არა ოპენგეიმერი (რუსულის კალკია).

პარმეზანი და არა პარმიზანი.

საძრახი და საძრახავი პარალელური ფორმებია.

სასწავლო-აღმზრდელობითი და არა სასწავლო-სააღმზრდელო.

ცომი მოზილა და არა მოცომა.

ცოლოური და ცოლეური პარალელური ფორმებია.

ძირითადად და არა ძირითადში.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

მრავალფეროვანი ცხოვრება და არა მრავალფერადი ცხოვრება.

მჯერა და არა მჯერავს.

მოკლე გვირაბები და არა პატარა სიდიდის გვირაბები.

ოლიმპიურ თამაშებში შეიტანეს კარატე და არა ოლიმპიურ თამაშებზე შევიდა კარატე.

ორბიტული და არა ორბიტალური.

ორგანიზება გაუკეთა და არა ორგანიზება გაუწია, დააორგანიზა.

სცენურობა და არა სცენიურობა.

ყოველთვის (მუდამ) ვეუბნები ჩემს გოგოებს და საერთოდ ყველას და არა სულ ვეუბნები ჩემს გოგოებს, ადამიანებს და ბავშვებს.

ჩემი მხრიდან და არა ჩემის მხრიდან.

ერ ერთი... მეორეც... და არა ჯერ ეს ერთი... მეორეც ეს ერთი...

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი