ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№40

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.10, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გამიცნია, გაგიცნია, გაუცნია და არა გამიცვნია, გაგიცვნია, გაუცვნია.

ილუზიური და ილუზორული პარალელური ფორმებია.

კეთილინებეთ და არა კეთილი ინებეთ.

ნაკვალევი და არა ნაკვალები.

ორანგუტანგი და არა ორანგუტანი.

პარალიმპიადა და არა პარაოლიმპიადა.

პარადოქსული, პარადოქსულობა და არა პარადოქსალური, პარადოქსალობა, პარადოქსალურობა.

რას იზამ და არა რას იზავ.

ქმრისგან წამოსასვლელად და არა ქმრიდან წამოსასვლელად

(მაგრამ სახლიდან წამოსასვლელად).

შიმპანზე და არა შინპანზე.

ხალხს უყვარს და არა ხალხს უყვართ.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები👇

ადვილად მისაღწევი და არა მკაფიოდ მიღწევადი.

ადრეც დავწერე და არა ადრედაც დავწერე.

„ბარსელონის“ ფეხბურთელები და არა „ბარსელონას“ ფეხბურთელები.

დეტოქსიკაციას ახდენს და არა დეტოქსიკაციას განაპირობებს.

კონკურენტუნარიანი კანდიდატები და არა კონკურენტული კანდიდატები.

მაღვიძარას (ნათ. ბრუნვა) ზარი და არა მაღვიძარის ზარი.

მაღალი რანგის წარმომადგენლები და არა მაღალი დონის წარმომადგენლები.

მათი ძალების სპეციფიკა და არა მათი ძალების სპეციფიკაცია.

პანდემიისგან მიღებული ზარალი და არა პანდემიიდან მიღებული ზარალი.

უკანონოდ გასცეს ტერიტორიები და არა უკანონოდ გაცეს სივრცეები.

ფეხბურთელი დაპატიმრებულია და არა ფეხბურთელი პატიმრობაშია.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი