ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№50

ავტორი: თამარ ზამთარაძე 12:30 15.12

რომელია სიტყვის სწორი
ფორმა?
დაკოპირებულია

საჭირო და საინტერესო ინფორმაცია „თბილისელების“ (და არა მხოლოდ) მკითხველისთვის.

📖 გადაამოწმეთ, იცით თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვების სწორი ფორმები 👇

ბოდიში მოუხადა და არა ბოდიში გადაუხადა.

გამოსაყენებელი და არა გამოყენებადი.

გადაკვეთს და არა გადაკვეთავს, გადაჰკვეთს.

დაამტვრია (ჭიქები) და არა გატეხა (ჭიქები).

დაიხოცა ხალხი და არა მოკვდა ხალხი.

დაისმება კითხვა და არა დაისმევა კითხვა.

დაისიძებს და არა დაისიძევებს.

მიმაჩნია, მიგაჩნია, მიაჩნია და არა ვთვლი, თვლი, თვლის
(მაგრამ – ჩავთვალე, ჩათვალე, ჩათვალა).

ჰემოფილია და არა გემოფილია.

ჰგონებია და არა გონებია.

ჰგავხარ და არა გავხარ.

ჰაიდ-პარკი და არა გაიდ-პარკი.

ჰაიმორიტი და არა გაიმორიტი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები 👇

აფერა და არა აფიორა (რუსულის კალკია).

დაახუჭვინა (თვალები) და არა დაახუჭინა (თვალები).

დადგამს და არა დადგავს
(საწყისი ფორმაა – დადგმა).

დააწყო (რვეულები მაგიდაზე) და არა დადო (რვეულები მაგიდაზე).

დრეკს და არ დრიკავს
(საწყისი ფორმაა – დრეკა).

დუმს და არა სდუმს.

პერფორმანსი და არა პერფომანსი.

პრობლემური და არა პრობლემატური.

სტატუს კვო და არა სტატუს ქვო.

უთქვამს და არა უთქვია.

ცათამბჯენი და არა ცათამბრჯენი.

ჩემთვის ყიდულობს საჩუქარს და არა მე მყიდულობს საჩუქარს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხები კი ჟურნალში დაიბეჭდება.

რუბრიკას უძღვება თამარ ზამთარაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...