ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№37

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 24.09, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

არქიპელაგი და არა არხიპელაგი (რუსულის კალკია).

გახედნა (საწყისი ფორმა) და არა გახედვნა, გახედნვა.

გაუხედნია და არა გაუხედნავს.

დავდევ და არა დავსდევ, (მაგრამ – დასდევ, დასდევს).

დაჩოქებული და დაჩოქილი პარალელური ფორმებია, თუმცა არის ნიუანსური განსხვავება: დაჩოქებული – როცა ადამიანი იჩოქებს ვინმეს ზემოქმედებით, ძალდატანების შედეგად; დაჩოქილი – როცა იჩოქებს თვითონ, სხვისი ძალდატანების გარეშე.

დაესწრება, მოესწრება და არა დაესწრობა, მოესწრობა.

დასაძრახი და დასაძრახავი პარალელური ფორმებია.

ინკრუსტირებული და არა ინკრუსტრირებული.

ინკრუსტაცია და ინკუსტირება პარალელური ფორმებია.

კინტოური და არა კინტაური (სიტყვიდან – კინტო).

მოატყუებს და არა მოატყუილებს.

მსუბუქი, სიმსუბუქე და არა სუბუქი, სუმბუქი, სისუბუქე.

საფრთხობელა (საფრთხობელას – ნათ. ბრ.) და არა საფთხობელა (საფთხობელის).

სინდისის ქენჯნა და არა სინდისის ქეჯნა.

ტუბერკულოზი და არა ტუპერკულოზი, ტუბერკულიოზი.

ცნობს და არა ცნობილობს.

ცოფდება და არა ცოფიანდება.

ჰოკეი და არა ხოკეი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამდენი შეგრძნება და არა ამდენი შეგრძნებები.

აცრების მასობრივი კამპანია და არა აცრების მასიური კამპანია.

არ გაქვს საშუალება და არა არ გაქ საშუალება.

გამოვიდე წყობიდან და არა გამოვიდე მწყობრიდან, წყობილებიდან.

გამყიდველის ვაკანსია და არა გამყიდვლის ვაკანსია.

დამთანხმდი ცოლობაზე და არა დათანხმდი ჩემს ცოლობას.

დიდი სურვილი და არა მაღალი სურვილი.

ეცადა მაინც და არა ეცდილა მაინც.

იაპონელების დიდი ჯგუფი და არა დიდი იაპონელების ჯგუფი.

ნებაყოფლობით და არა ნებაყოფილობით.

რუკაზე უნდა მოვნიშნო და არა რუქაზე უნდა მოვნიშნო.

სტუმრის თვალით დანახული და არა სტუმრის თვალებით დანახული.

სწორად განსაზღვრე და არა სწორედ განსაზღვრე.

ფინალში ვერ მოხვდეს და არა ფინალზე ვერ მოხვდეს.

ქუვეითი და არა კუვეიტი.

ყველა მსმენელი იპოვის სასურველ მუსიკას და არა ყველა მსმენელი იპოვის მისთვის სასურველ მუსიკას.

შენს გემოზე და არა შენ გემოზე.

შემარიგა დედაჩემთან და არა შემარიგა დედაჩემს.

შეიქმნას სიმჭიდროვე და არა მოხდეს სიმჭიდროვის შექმნა.

ცალი თვალით დაბრმავდა და არა ცალ თვალში დაბრმავდა.


P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი