ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№36

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.09, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ათხოვნინებს და არა ათხოვინებს, ათხოვიებს, ათხოვნიებს.

ამნაირი, ამგვარი და არა ამფერი (კუთხური).

ამ ფერის (ყვავილი) და არა ამფერი (ყვავილი).

ბრაგაბრუგი და არა ბრაგიბრუგი.

გაიადვილებს და არა გაიიოლებს.

გაგმირვა და განგმირვა პარალელური ფორმებია.

განვაგრძობ და არა გავნაგრძობ.

გაიკრეჭს (თმას) და არა გაიკრიჭავს თმას.

გონორეა და არა ჰონორეა.

იერიში და არა ატაკა (ბარბარიზმია)

(მაგრამ – ატაკა თვალში თითი).

ინთქმება და არა ინთქება, ინთქმევა.

ინ-ოქტავო (თაბახის გვერდის ერთი მერვედი) და არა ინ-ოქტავა.

ნთქავს და არა ინთქავს, ინთქამს, ნთქამს.

მხცოვანი და არა მცხოვანი.

მცხუნვარე და არა მცხუნავი.

მძარცვავი და მძარცველი პარალელური ფორმებია.

ყვავის (ხე ) და არა ჰყვავის (ხე).

შესაზარი, შესაზარელი და არა შესაზარებელი.

შესაზღუდავი და არა შესაზღუდი.

შესაპყრობი და არა შესაბყრობელი, შესაპყრობელი.

ჭვარტლი, ჭვარტლავს, გაიჭვარტლება და არა მჭვარტლი, მჭვარტლავს, გაიმჭვარტლება.

ხრჩოლვა, მხრჩოლავი და არა ღრჩოლვა, მღრჩოლავი; ხჩოლვა, მხჩოლავი.

ჰონორი და არა გონორი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აზერბაიჯანი და არა აზერბეიჯანი, აზარბაიჯანი.

ამას წინათ და არა ამას წინ.

ამომრჩევლებს და საერთოდ ყველა ადამიანს იმედი დავუბრუნოთ და არა ამომრჩევლებს და ადამიანებს იმედი დავუბრუნოთ.

ახლო ხედით გადაღებულ კადრში უკეთ ჩანს და არა ახლო კადრში უკეთესი გარჩევადობაა.

გათხოვილი გოგონა და არა გათხოვებული გოგონა.

დაიმკვიდრა თავი როგორც მხატვარმა და არა დაიმკვიდრა თავი როგორც მხატვარი.

ერთი შეხედვით ჩანს და არა ერთი შეხედვით აღქმადია.

ევაკუაცია ჩაატარეს და არა ევაკუაცია მოახდინეს.

თაიგული და არა ბუკეტი (ბარბარიზმია).

იმ ექიმებს შეუძლიათ, მივიდნენ და არა ის ექიმები შეუძლიათ, მივიდნენ.

იმისათვის, რომ შენი ქმარი გამხდარიყო, მზად იყო, ოჯახი დაენგრია და არა შენი ქმრობისთვის მზად იყო, ოჯახი დაენგრია.

ლელო დადო (გაიტანა) და არა დაალელოვა.

მეღვინეებთან არის სტუმრად და არა მეღვინეობას სტუმრობს.

ნებისმიერი სირთულე დაიძლევა და არა ნებისმიერი სირთულე დაძლევადია.

ოლიგარქი და არა ოლიგარხი (რუსულის კალკია).

ოლიმპიური თამაშების მოლოდინი და არა ოლიმპიური თამაშებისადმი მოლოდინი.

ორგანიზებას უკეთებს და არა აორგანიზებს.

რეპეტიციები გვქონდა და არა ვრეპეტიციობდით.

უცნაური ჩვევა აქვს და არა უცნაური ჩვეულება აქვს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი