ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№35

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 10.09, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ადლი (სიგრძის საზომი ერთეული) და არა ალაბი.

არქივი და არა არხივი (რუსულის კალკია).

არშიყობა და აშიკობა პარალელური ფორმებია.

გაიწუწება და არა გაიწუმპება, გაიწუმპლება.

დაუნდობელი და დაუნდობარი პარალელური ფორმებია.

ეძახდა და ეძახოდა პარალელური ფორმებია.

იდაყვი და არა ნიდაყვი.

კონცერტში მივიღე მონაწილეობა და არა კონცერტზე მივიღე მონაწილეობა.

ნიადაგმცოდნეობა და არა ნიადაგთმცოდნეობა.

ნიმფას (ნათ. ბრ.) და არა ნიმფის.

რცხვენია და არა სცხვენია, ცხვენია.

საკადრისი და არა საკადრი, საკადრები.

ძარცვა და არა ცარცვა.

ძალით და არა ძალათი.

ძელშავი (ვაზის ჯიში) და არა ძველშავი.

ძირდიდა და ძირმაგარა პარალელური ფორმებია.

ძირდიდას (ნათ. ბრ.), ძირმაგარას (ნათ. ბრ.) და არა ძირდიდის, ძირმაგარის.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ბრილიანტის სამეული (ბეჭედი და საყურეები) და არა ბრილიანტის ტროიკა (რუსულის კალკია).

გვერდში დამიდგა (როცა იგულისხმება დახმარება-თანაგრძნობა) და არა გვერდზე დამიდგა, გვერდით დამიდგა

(მაგრამ – გვერდით დამიდგა – როცა იგულისხმება ფიზიკურად გვერდით დადგომა).

დავამხვე, დამიმხვია; დაამხვე, დაგიმხვია; დაუმხვე, დაუმხვია და არა დავამხე, დამიმხია; დაამხე, დაგიმხია; დაუმხე, დაუმხია

(მაგრამ – დაამხო).

ილი და არა კარდამონი.

მხარში ამომიდგა (დამეხმარა, თანამიგრძნო) და არა მხარში დამიდგა.

ნიშნობის ბეჭედი (ოქროს რგოლი) და არა კალიცო (რუსულის კალკია).

ქოჩორი შუბლზე და არა ჩოლკა (ბარბარიზმია), ფჩოლკა, ჩოლკები.

ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები და არა იუნიორ ფეხბურთელთა ნაკრები.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი