ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№34

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 03.09, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბენგალური და არა ბენგალიური.

ექსტრაქტი და არა ექსტრატი

თავის ქალის და არა თავის ქალას ტრავმა.

კომოვოიაჟორი და არა კომივოიაჟერი, კომივოიჟერი.

მარსელიეზა (საფრანგეთის ჰიმნი) და არა მარსელიოზა.

მობილიზება გაუკეთეს და არა დაამობილიზეს.

პლატფორმა და არა პლათფორმა.

პრეზუმპცია და არა პრეზუმცია.

სტრიქნინი და არა სტრიხნინი (რუსულის კალკია).

სუჯუხი და არა სუჯუკი.

ძრავა და მოტორი პარალელური ფორმებია.

ჰარამხანა და არა გარემი (რუსულის კალკია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ უბრუნებს პრინციპულად და არა არ უბრუნებს ცერემონიულად.

გათავისუფლებულიყო უკანონო ტყვეობიდან და არა უკანონო ტყვეობა დაეტოვებინა.

დაგვიკავშირდა მოსახლეობა და არა დაგვიკავშირდნენ მოსახლეობა.

ვოლიერი და არა ვოილერი.

ისჯება და არა დასჯადია.

მედეას გარეშე ყოფნა და არა უმედეობა.

ორგანიზება; ორგანიზება გაუკეთა და არა დაორგანიზება; დააორგანიზა.

პლენარული და არა პლენალური.

პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ და არა პროტესტი ძალადობასთან მიმართებაში.

რეპორტირება გაუკეთეს და არა დაარეპორტეს.

უნდა დავხვედროდით და არა უნდა დავმხვდარიყავით.

ჩვენ დები ვართ და არა ჩვენ ვართ დები ერთმანეთისთვის.

ჩვენ წინაშეა ძველი ნაქალაქარი და არა ჩვენ სახეზე გვაქვს ძველი ნაქალაქარი.

ძაღლების მოყვარული ადგილობრივი მცხოვრებნი (მოსახლეობა) და არა ადგილობრივი ძაღლების მოყვარულები.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი