ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№33

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.08, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აზმუვლდება და არა აზმუილდება.

აღიჭურვება და არა აიჭურვება.

დიამეტრული, დიამეტრულად და არა დიამეტრალური, დიამეტრალურად.

ეგ და არა ეგი, მაგი, მაგა (კუთხურია),

(მაგრამ – მაგან, მაგას, მაგის, მაგით, მაგ).

ვუდგენ და არა ვურდგენ

(მაგრამ – წარვუდგენ).

ვყავარ, ჰყავხარ, ჰყავს და არა ვყევარ, ყევხარ, ყავხარ, ყავს.

ზედსიძე და ზესიძე პარალელური ფორმებია.

ზედმეტი სახელი და მეტსახელი პარალელური ფორმებია.

თავზე საყრელი, თავსაყრელი და თავსაყარი პარალელური ფორმებია.

თავსახური და თავსახურავი პარალელური ფორმებია.

თავსაბურავი და თავსაბურველი პარალელური ფორმებია.

კოორდინაცია და კოორდინირება პარალელური ფორმებია.

კოპიტი და იფანი პარალელური ფორმებია.

ულტიმატუმური, ულტიმატუმურობა და არა ულტიმატური, ულტიმატურობა

(საწყისი ფორმა – ულტიმატუმი).

ფეხმოკიდებული და არა ფეხმოდგმული

(მაგრამ – აქ ფეხმოდგმული არ გნახო!).

ჭკუიდან შეიშალა და არა ჭკუაზე შეიშალა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აქვთ უფლება, რეაგირება მოახდინონ და არა აქვთ უფლება, ირეაგინონ.

აქცენტს აკეთებს (ყურადღებას ამახვილებს, ხაზს უსვამს) და არა აქცენტირებს.

ვაქცინაცია და არა ვაქცინიზაცია.

კონსულტაციაა გაწეული და არა კონსულტირებულია.

ლობირება გაუწიონ და არა ულობირონ.

ლესბოსელები და არა ლესბიანები, ლესბიანკები (რუსულის კალკია).

ოპონირებას ვუწევდით და არა ვეოპონირებოდით.

ყავისფერი ხდება და არა ყავისფერ ფერს იძენს.

შედევრია და არა შედევრალურია.

შემიკრავს და არა შემიკრია.

ხდება თუ არა (ან – როგორ ხდება) ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და არა რამდენად ხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.

ხიბლი და არა შარმი.


P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება

თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი