ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№32

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 20.08, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

განმარტოება, განმარტოებით და არა განმარტოვება, განმარტოვებით.

თაყვანისმცემელი და არა პაკლონიკი, პაკლოვნიკი (დამახინჯებული ბარბარიზმია).

თხუთმეტი და არა ხუთმეტი, თუთხმეტი (კუთხურია).

კოდალას (ნათ. ბრ.) და არა კოდალის.

ლაკონიური და არა ლაკონური.

ნახევარი და არა ერთი მეორედი

(ასე ითქმის და იწერება მხოლოდ მათემატიკური მაგალითების შემთხვევაში).

სათადარიგო და არა ზაპასნოი (ბარბარიზმია).

სამრეცხაო და არა სამრეცხავო.

საპასუხისმგებლო და არა საპასუხისგებლო.

შარავანდმოსილი და არა შარავანდედმოსილი

(მაგრამ – შარავანდედი და შარავანდი პარალელური ფორმებია.

ძეწკვი და არა ცეფი, ცეპი (ბარბარიზმია).

ყვავილების გვირგვინი და არა ვენოკი (ბარბარიზმია).

ჰალვა და არა ხალვა (რუსულის კალკია).

ჰიპოთეზური და არა ჰიპოთეტური.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამინდის პროგნოზს აცხადებენ და არა ამინდს პროგნოზირებენ.

არტოს ბაღი და არა ატროს ბაღი.

ბრალი წაუყენეს და არა ბრალი წარუდგინეს.

გაეკეთებინა და არა გაეკეთებია.

გამოვქცეულვარ და არა გამოვრბენილვარ.

დიდბუნებოვანი და არა დიდბუნოვანი.

დოკუმენტური და არა დოკუმენტალური.

(ერთი) მეტრი და ოცი სანტიმეტრი და არა მეტრა ოცი.

დოკუმენტურად გაგვეფორმებინა და არა დოკუმენტირება მოგვეხდინა.

ისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და არა ისწრაფის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ის ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და არა დღემდე ის ბრძოლა რისთვისაც დაიწყო, მიყვანილი არ არის.

კორექტირება გავუკეთოთ და არა დავაკორექტიროთ.

მასობრივად გამოიყენება და არა მასიურად გამოიყენება.

მიეზღოთ იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინეს და არა მიეზღვათ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს.

მუშკეტერებს და არა მუშკეტრებს.

მხიარულება და არა მხიარულობა.

ნიჰილიზმი და არა ნიგილიზმი.

სავსებით კმაყოფილი ვარ და არა სრულად კმაყოფილი ვარ.

ტელევიზორში მინახავს და არა ტელევიზორით მინახავს.

ღამის კარავში გათენება (ან – კარავში ღამის გათენება) და არა ღამე კარვით გათენება.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი