ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№49

ავტორი: თამარ ზამთარაძე 21:11 11.12, 2020 წელი

შეცდომაა-სწორია Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

აპლოდისმენტი და არა აპლოდისმენტები.
არითმია და არიტმია.

აუყევი (აღმართს) და არა აჰყევი, აყევი (აღმართს),
მაგრამ – აჰყევი (მეგობარს სიმღერაში) და არა აყევი (მეგობარს სიმღერაში).
ბრეხტი და არა ბრეჰტი.
გადაცდა (ჭკუიდან) და არა გადასცდა (ჭკუიდან),
მაგრამ – გადასცდა (ლუკმა) და არა გადაცდა (ლუკმა).
დააქორწინა (შვილები) და არა დააქორწილა (შვილები).
დადო (წიგნი მაგიდაზე) და არა დასდო (წიგნი მაგიდაზე).
მაგრამ – დასდო (პატივი) და არა დადო (პატივი).
ვატმეტრი და არა ვატომეტრი.
კოორდინატი, კოორდინატორი და არა კორდინატი, კორდინატორი.
მცხოვრები და არა მაცხოვრებელი.
ტოროლას (გალობა) და არა ტოროლის (გალობა).
უმცროსი და არა უნცროსი.
ხიდან (ვაშლი ჩამოვარდა) და არა ხისგან (ვაშლი ჩამოვარდა),
მაგრამ – ხისგან (კოვზი გამოთალა) და არა ხიდან (კოვზი გამოთალა).

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები:
აშკარაა და არა სახეზეა (რუსულის კალკია).
ეხება და არა შეხებაშია (რუსულის კალკია).
თანაკლასელი, თანაკურსელი და არა კლასელი, კურსელი.
მე და შენ შორის და არა ჩემ (ჩემსა) და შენს შორის.
პრემია ფულის სახით და არა ფულადი პრემია.
სომხეთი და არა სასომხეთი.
უდავო, უდავოდ და არა უდაო, უდაოდ.
ჩემთვის არ არის ხელსაყრელი და არა არ მაწყობს (რუსული კალკია).
ცერი (თითი) და არა ცერა,
(მაგრამ – ცერა – ირიბი).
ჰგონია და არა გონია.
ჰიპნოზი და არა გიპნოზი.
ჰქონია და არა ქონია.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი