ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№29

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 30.07

გრამატიკული შეცდომები
დაკოპირებულია

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა:

👉 აბა! და არა აპა! (კუთხურია)

👉 აბაზანა და არა ვანა (ბარბარიზმია)

👉 ამოვფხვერი და აღმოვფხვერი პარალელური ფორმებია

👉 არაორგანული და არა ანორგანული

👉 ბოა (ბეწვის საყელო) და არა ბუა

👉 ბნედს და არა ბნედავს, ბნიდავს (საწყისი ფორმა – ბნედა)

👉 გაატანს, გატანება და არა გაატნევს, გატნევა (კუთხურია)

👉 გავატანე (ჩავატანე, ჩავიტანე) და არა გავატნიე (ჩავატნიე, ჩავიტნიე)

👉 გრძელი და არა გძელი

👉 დავწექი, დაწექი და არა დავწევი, დაწევი (კუთხურია)

👉 დაატარებს და არა დაარონიებს, დაარონინებს (კუთხურია); მომდინარეობს ძველი სიტყვიდან – რონინი

👉 მრგვალი და არა მგვალი, (რგვალი შემორჩენილია ძველ სიტყვაში – ცარგვალი)

👉 მწოლიარე და არა მწოლარე, მწოლარი

👉 ყაზარმა და არა კაზარმა (რუსულის კალკია)

👉 ყატარი და არა კატარი (რუსულის კალკია)

👉 შესაქები და არა შესაქებელი

👉 შესანდობარი, შესანდობელი და არა შესანდობი

👉 შესარცხვენი და არა შესარცხვენელი

👉 ჯიხაიში და არა ჯიხაისი

👉 ჯიხაიშში და არა ჯიხაისში, ჯიხაიში

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები

👉 ბლითი და არა ბუბლიკი (ბარბარიზმია)

👉 გეგმური და არა გეგმიური

👉 კარგი და არა კაი (მაგრამ – კაი ყმა)

👉 მაგალითი მოვიყვანოთ და არა მაგალითი მოვიტანოთ

👉 საბაყლო და არა ბაკალეია

👉 ფუნთუშა და არა ბულკი (ბარბარიზმია)

👉 ფუნჩულა და არა პონჩიკი (ბარბარიზმია)

👉 ღვეზელი და არა პერაშკი, პირაშკი, პეროგი (ბარბარიზმია)

👉 ყუმურდო და არა კუმურდო

👉 შედექ! და არა შესდექ! (მაგრამ – სდექ!)

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...