ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№24

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 25.06, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

იცით, რომელია სწორი ფორმა?

არასგზით და არა არაგზით.

აჭიმები და არა პატიაშკები (ბარბარიზმი).

ბეჭდვა და არა ბეჭვდა.

ბუტერბროდი და არა ბუტერბროტი.

გადაივლის და არა გადაიარს, გადივლის (კუთხური).

დერვიში და არა დევრიში.

ვაგონი და რონოდა პარალელური ფორმებია.

იდენტურობა და იდენტობა პარალელური ფორმებია

მიეკრა და არა მიეკრო.

პა დე დე და არა ფა დე დე.

სერვანტი და არა სერვანდი.

ტროფიკული წყლული და არა ტროპიკული წყლული.

ფეხმოუცვლელად და არა ფეხშეუცვლელად.

ფეხშიშველი, ფეხშიშველა და არა ფეხშველი, ფეხშველა (კუთხურია).

ფეხწამოსაკრავი და არა ფეხწამოსაკვრელი.

შენობის (კარის, ფანჯრის) ლავგარდანი და არა შენობის (კარის, ფანჯრის) კარნიზი.

ცარიელი და არა ცალიერი, ცარიელა.

(მაგრამ – ცარიელა პური).

ხელწამოსაკრავი და არა ხელწამოსაკვრელი.

ხმაური და ხმაურობა პარალელური ფორმებია.

ჯავშანი და არა ბრონი.

ჰალუცინაცია და არა გალუცინაცია.

ჰეროინი და არა გეროინი.

ჰილზა და არა გილზა, გილზი, ჰილზი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

დავჯავშნი და არა დავჯავშნავ.

ინსტიტუციური და არა ინსტიტუციონალური.

მათ მოჰყვებიან მეუღლეები და არა მათ მოჰყვებათ მეუღლეები.

ორანჟერეა და არა ორანჟერია.

პასუხისმგებლობა და არა პასუხისგებლობა

(მაგრამ – პასუხისგება).

წლების განმავლობაში და არა წლობის განმავლობაში.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი