ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№22

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 11.06, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა:

ბორკილგაყრილი და არა ბორკილშეყრილი.

ბოროტება, სიბოროტე და არა ბოროტობა.

გადაეხვივნენ და არა გადაეხვიენ.

გასინჯვა და არა გაშინჯვა.

გვირაბი და არა ტუნელი, ტონელი (ბარბარიზმია).

დააძღებს, გააძღებს და არა დააძღობს, გააძღობს.

დაიჟინა და არა დაიჯინა, დაინიჟა.

დამზრალი (გაყინული) და არა დამძრალი.

დაღრჭენილი და არა დახრჭენილი.

ელექტრიფიკაცია, ელექტრიფიცირებული და არა ელექტროფიკაცია, ელექტროფიცირებული.

ვიდრე და ვინემ პარალელური ფორმებია.

ვიდრე, ვიდრემდე და ვიდრემდის პარალელური ფორმებია.

ვირთხა და ვირთაგვა პარალელური ფორმებია.

ვწყვეტთ (საკითხს) და არა ვწყვიტავთ (საკითხს).

ზეგავლენა და არა ზედგავლენა.

ზედახორას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ზედახორის.

თავი შეირცხვინეს, თავი მოეჭრათ, თავი ისახელეს და არა თავები შეირცხვინეს, თავები მოეჭრათ, თავები ისახელეს.

მალაკოზოოლოგია და მალაკოლოგია (მოლუსკების შემსწავლელი მეცნიერება) – პარალელური ფორმებია.

მოლუსკი და არა მოლიუსკი, მოლუსკა.

მოსწყინდა და არა მოწყინდა.

მტრობა, მტრობს და არა მტერობა, მტერობს.

ნავთობბაზა და არა ნავთბაზა.

ნავთობგადამმუშავებელი და არა ნავთობგადამამუშავებელი, ნავთგადამამუშავებელი.

ორთოდოქსული და ორთოდოქსალური პარალელური ფორმებია.

პოლისემიური (მრავალმნიშვნელობიანი) და არა პოლისემური (საწყისი ფორმა – პოლისემია).

პოტენციური და არა პოტენციალური.

პრინციპული და არა პრინციპიალური.

პროგრესული (თუ იგულისხმება მოწინავე) და არა პროგრესიული (საწყისი ფორმა – პროგრესი),

მაგრამ – პროგრესიული (თუ იგულისხმება ზრდადი, მაგალითად, რამე დაავადება) და არა პროგრესული

(საწყისი ფორმა – პროგრესია).

ჟღალი და არა ჟღალისფერი.

ჟღენთა, ჟღენთს და არა ჟღენთვა, ჟღენთავს, ჟღინთავს.

რაგინდ და არა რაგინდა.

როგორ და არა რაგვარ, რაგვარად.

რამენაირად და არა რამეფრად (კუთხური).

რაქიტი და არა რახიტი.

სადინარი და არა სადინელი.

საზვერავი და არა საზვერი.

საკეტი და არა საკეტური.

ტოლუმბაში (თამადა) და არა ტოლიბაში.

ქურა და არა პლიტა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი