ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№18

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 14.05, 2021 წელი

რომელი სწორი ფორმა
დაკოპირებულია

ალკოჰოლიკი და არა ალკოჰოლისტი, ალკოგოლიკი (რუსულის კალკია).

ბილეთები დავჯავშნე და არა ბილეთები დავბრონე (რუსულის კალკია).

გადავწყვეტ და არა გადავწყვიტავ.

გახდა და არა დასუსტდა (კუთხურია).

დავკრეფდი და არა დავკრიფავდი.

ვიზამდი, იზამდი, იზამდა და არა ვიზავდი, იზავდი, იზავდა.

თიაქარი და არა გრიჟა (ბარბარიზმია).

ინდაური და არა ინდოური.

იხვი და არა კვატი, კვატა (კუთხურია).

ფართო გავრცელება და არა ფართე გავრცელება.

ფართოდ გავრცელდა და არა ფართო გავრცელება ჰპოვა.

ფხანა და არა ფხანვა.

ქალის წინდა და არა ჩულქი (ბარბარიზმია).

ღოღნოშო და არა ღოღნაშო, ღოღონოშო.

ღუმლის, ღუმლიდან და არა ღუმელის, ღუმელიდან.

შემოტმასნილი და არა შემოტმასნული.

შხაპი და არა დუში (ბარბარიზმია).

წიგნზე, წიგნში და არა წინგზე, წინგში.

წინდა და არა წინდი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი ფრაზები

ადვილად გადასატანი და არა გადატანადი.

აქვს თუ არა იუმორის გრძნობა და არა როგორი იუმორის პატრონია.

აღქმის ზღვარი და არა აღქმადობის ზღვარი.

გათავისუფლდა ოკუპაციისგან და არა გათავისუფლდა ოკუპაციიდან.

ეს გამოწვეულია იმით, რომ... და არა ეს გამოწვეულია იქიდან, რომ...

ისინი არიან პირები, რომლებიც... და არა ისინი წარმოადგენენ პირებს, რომლებიც...

მაღალკვალიფიციური და არა მაღალკვალიფიკაციური.

მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე და არა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი.

მშობელი ვერ იღებს (არ იღებს, ვერ აღიქვამს) და არა მშობელს არ აქვს მიმღებლობა.

რის შემდეგაც და არა რის შემდეგადაც, მაგრამ – რის შედეგადაც.

სინოდის კომისია და არა სინოდალური კომისია.

ჩაკეტილი ხიდი გაიხსნა და არა ჩაკეტილი ხიდი გაიღო.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა