ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№17

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 07.05, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად წერთ და საუბრობთ ქართულად 👇

 

 

არიდან (საწყისი ფორმა – არე) და არა არედან.

ემოციური და არა ემოციონალური.

ვხედავ და ვნახულობ პარალელური ფორმებია (მცირეოდენი ნიუანსით).

თავბრუ დამეხვას და არა თავბრუ დამეხვეს.

კალკი და არა კალკა.

კაცის წინდა და არა ნასკი, ნასკები (ბარბარიზმია).

მაისური და არა მაიკა (ბარბარიზმია).

მელქიორი და არა მელხიორი (რუსულის კალკია).

მივბრუნდი, დავბრუნდი უკან და არა დავტრიალდი უკან.

მოზომვა და მოზომება პარალელური ფორმებია.

ოჯახის რომელიმე წევრი და არა რომელიმე ოჯახის წევრი.

პანდემიით გამოწვეული და არა პანდემიისგან გამოწვეული.

რასაკვირველია და არა რასაკურველია.

სტერილური, სტერილიზებული და არა სტერილიზირებული.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

არიან შეკრებილი და არა არიან შეკრებილები.

ბაფთა და არა ბაფთი, ბანტი (ბარბარიზმია).

დავიძრები, დაიძრები, დაიძრები და არა დავიძვრები, დაიძვრები, დაიძვრება.

დიადოქოსი (ნიშნავს მონაცვლეს, მემკვიდრეს) და არა დიადოხოსი, დიოდოხოსი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი ფრაზები

ბევრი აღნიშნავს თავისი ცხოველის დაბადების დღეს და არა „...აღინიშნა ცხოველების დაბადების დღეების აღნიშვნა მათი მეპატრონეების მხრიდან“ (ჟურნალისტის კომენტარიდან).

ფაიზერით აიცრა და არა ფაიზერზე აიცრა (საჯარო მოხელის კომენტარიდან).

ფაიზერით ვაქცინაცია და არა ფაიზერის ვაქცინაცია (საჯარო მოხელის კომენტარიდან).

„ცოდნის კაფე“ უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში“ და არა „ცოდნის კაფე“ უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის მიღების საშუალებაში“ (სტუდენტის კომენტარიდან).

ხალხმრავალი ქორწილები და არა მრავალადამიანური და მრავალრიცხოვანი ქორწილები (ერთ-ერთი მინისტრის კომენტარიდან).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი