ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№15

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 23.04, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

ამაღამდელი და არა ამაღამინდელი, ამღამინდელი.

ამგები და ამგებელი პარალელური ფორმებია.

ამოსჭამს და არა ამოაჭამს.

გრეიპფრუტი და არა გრეიფუტი, გრეიფრუტი.

დაკრული და არა დაკრობილი.

დაუყოვნებლივ და დაუყოვნებლად პარალელური ფორმებია.

დაწყებულა და არა დაწყილა.

ეპიკური და არა ეპიური.

ვეგეტარიანელი, ვეგეტარიანელობა და არა ვეგეტარიანი, ვეგეტარიანობა.

ლობიო დავდგი მოსახარშად და არა ლობიო ჩავადგი, ლობიო დავადგი მოსახარშად.

ვზელ, ზელ, ზელს და არა ვზელავ, ზელავ, ზელავს; ვზილავ, ზილავს, ზილავს

(საწყისი ფორმებაა – ზელა და არა ზელვა).

პირველ ადგილზე ვარ და არა პირველ ადგილას ვარ.

პურის საცხობი და არა პურსაცხობი.

სოციალურ-ეკონომიკური და არა სოციო-ეკონომიკური

(ტელეჟურნალისტების გამოსვლებიდან).

სულთმობრძავი და არა სულთამბრძოლი.

სულმოუთქმელად და არა სულმოუთმენლად.

სულიწმიდა და არა სულიწმინდა.

შეესატყვისება და არა ესიტყვება.

ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში და არა დავაჯექი მარშრუტკას.

ჩაქუფრული და არა ჩაქუფრებული.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

ასურული და არა ასირიული.

ასურელი და არა ასირიელი.

აუცილებლად და არა აუცილებლივ.

ბადმინტონი და არა ბაგმინტონი.

ბენზინგასამართი სადგური და არა ბენზოგასამართი სადგური, ბენზოკალონკა (ბარბარიზმია).

გავხდი ხელმძღვანელი და არა აღმოვჩნდი ხელმძღვანელი, აღმოვჩნდი ხელმძღვანელად

(მაგრამ – დამნიშნეს ხელმძღვანელად).

გიმნაზიელი და არა გიმნაზისტი (რუსულის კალკია).

დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი და არა დერმატო-კოსმეტოლოგი.

ვაქცინაცია ჩაიტარა და არა ვაქცინაციის პროცესი ჩაიტარა.

ვისკის ვსვამ და არა ვისკს ვსვამ.

იყვნენ და არა იყონ.

იყოს და არა იყვეს.

ლაბა და არა ხალადეცი (ბარბარიზმია).

ნატი და არა ზამში (რუსულის კალკია, თუმცა უკვე დამკვიდრებული ფორმაა).

საჭე და არა რული.

სემინარიელი და არა სემინარისტი (რუსულის კალკია).

ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში და არა მოვხვდი უმაღლესში.

ხარვეზიანი და არა დახარვეზებული.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა