ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№14

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 16.04, 2021 წელი

რმელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად საუბრობთ ქართულად 👇

 

ასეთ-ისეთი და არა ესეთ-ისეთი.

ასხლეტა, აისხელტს და არა ასხლეტვა, აისხლიტავს.

დაუხუჭავს და არა დაუხუჭია

(საწყისი ფორმა – დახუჭვა).

დახუჭვია და არა დახუჭია

(მაგრამ – დახუჭოდა და არა დახუჭვოდა).

ეპისტოლური და ეპისტოლარული პარალელური ფორმებია.

ვიღაცა და არა ვინღაცა, ვინცხა (კუთხურია).

ზღმარტლი და არა სხმარტლი.

ინფრასტრუქტურა და არა იმფრასტრუქტურა.

ინფრაწითელი და არა იმფრაწითელი.

პატარაობიდან და არა პატარობიდან.

საესტრადო და არა ესტრადული.

სამაჯური და არა ბრასლეტი (ბარბარიზმია).

სკეპტიკოსი და არა სკეპტიკი (რუსულის კალკია).

ყარს და არა ყროლს.

უიმე და არა ვუიმე

(მაგრამ – ვაიმე).

ცალხაზიანი (რვეული) და არა ერთხაზიანი (რვეული).

ცინიკოსი და არა ცინიკი (რუსულის კალკია).

ცოიგჰაუსი (სამხედრო ტანისამოსისა და იარაღის საწყობი) და არა ცეიხჰაუსი.

წყენინება და არა წყეინება, წყენიება.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

გადავემხვე, გადაემხვე და არა გადავემხე, გადაემხე

(მაგრამ – გადაემხო, გადამხობია).

თაობს და არა თავობს

(მაგრამ – ითავა)

თიკანი და არა ციკანი.

იზომებს და არა იზმანებს (სლენგია).

იცოხნის და არა იცოხნება.

იცხებს (ჭრილობაზე მალამოს) და არა იცხობს (ჭრილობაზე მალამოს).

კრენდელი და არა კრენდილი.

ლუთერანი და არა ლოთერანი, ლოთერანგი, ლუთერანგი.

მემატიანე, ისტორიკოსი და არა მეისტორიე.

მხედნელი, გამხედნელი და არა მხედნავი, გამხედნავი.

ჩეკს (ჩიტი ბარტყებს) და არა ჩეკავს (ჩიტი ბარტყებს)

(საწყისი ფორმაა ჩეკა და არა ჩეკვა).

ცოდვა, ცოდვა-ბრალი, ცოდვა-მადლი და არა ცოდო, ცოდო-ბრალი, ცოდო-მადლი).

ცვდება და არა ცვთება.

ცხვება და არა იცხობა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი