ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№9

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 12.03, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად საუბრობთ ქართულად 👇

გარინდებული და გარინდული პარალელური ფორმებია.

გვერდზე და არა გვერძე.

დახალული, მოხალული (მზესუმზირა) და არა დახლილი, მოხლილი (მზესუმზირა).

დახალავს, მოხალავს და არა დახლის, მოხლის.

ზოოპარკი და არა ზოპარკი.

ზევიდან და ზემოდან პარალელური ფორმებია.

კანტორა და არა კონტორა.

კვარტლის და არა კვარტალის.

კორიფე და არა კორიფეი.

მკვლევრის და არა მკვლევარის.

მოძრაობა შეზღუდულია მედიის წარმომადგენელთა მიერ და არა მოძრაობა შეზღუდულია მედიის წარმომადგენელთა მხრიდან.

მჯერა, გჯერა, სჯერა და არა მჯერავს, გჯერავს, სჯერავს.

სპორტსმენი და არა სპორცმენი.

შავარდენი და შევარდენი პარალელური ფორმებია.

ჭიშკარი და არა ჭისკარი

(ძველი ფორმით – ბჭის კარი).

ხელმისაწვდომი და არა ხელმისაწვდენი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

ადრესატი (ვისაც გზავნილი უნდა მიუვიდეს) და არა ადრესანტი,

მაგრამ ადრესანტი – გზავნილის გამგზავნი.

გააქვაოს და არა გააქვავოს

(მაგრამ – გააქვავა).

დედოფალას და არა დედოფალის.

ენძელას (ფერი) და არა ენძელის (ფერი).

თოჯინას (კაბა) და არა თოჯინის (კაბა).

იჯარა და არა არენდა (რუსულის კალკია).

კოლონიური და არა კოლონიალური (რუსულის კალკია).

კორპორაციული და არა კორპორატიული.

პირი, ასლი და არა კოპიო (ბარბარიზმია).

ქვეითი (ჯარი) და არა ფეხოსანთა (ჯარი).

ქვეითად მოვიდა და არა ფეხით მოვიდა.

ცოლი შეირთო და არა მეუღლე მოიყვანა, ცოლი მოიყვანა

(„მეუღლე მოიყვანა“ იტყვიან მაშინ, როცა კაცი სადმე კონკრეტულ ადგილას მიიყვანს ცოლს, მაგალითად: „მეუღლე მოიყვანა ჩვენთან, გასაცნობად“).

წლეულს და არა წრეულს.

წიწილა (ქათმის), მაგრამ – წიწილი (გველის)

(ნათესაობით ბრუნვაში: ქათმის წიწილის; გველის წიწილის).

წლები და არა წლეები.

ჰემატომა და არა გემატომა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი