ფობიები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.09

ბიფობია – ირაციონალური შიში და სიძულვილი ბისექსუალი ადამიანების მიმართ.
კანცეროფობია (ასევე კარცინოფობია) – შიში ახალი ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის მიმართ.
ოიკოფობია – ტერმინი ფსიქიატრიაში, რომელიც აღნიშნავს ყოველივე მშობლიურის მიმართ ანტიპათიურ განწყობას. ის, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საკუთარი სახლის მიმართ არანორმალური შიშის განმარტებისთვის. ტერმინი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „ოიკოსი“, რაც ნიშნავს სახლს, კომლს, ოჯახს.
სიტოფობია, ციბოფობია – ანტიპათია საჭმლის მიმართ (ნერვული ანორექსიის სინონიმი).
ფოტოფობია – სინათლის შიში.
ფრანკოფობია – ზიზღი ყოველივე ფრანგულის მიმართ.
ქართველოფობია – სიძულვილი ქართველებისა და ყოველივე ქართულის მიმართ.
ქიონოფობია – თოვლის შიში.
ქიროპტოფობია – ღამურების შიში.
ქრომოფობია – ფერების შიში.
ქსენოფობია – შიში უცხოს ან უჩვეულოს მიმართ. ამჟამად ეს ტერმინი გამოიყენება უცხოელების ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ. ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად ხშირად რასიზმი განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს.
ქრონომეტროფობია – საათების შიში.
ცატოპტროფობია – სარკის შიში.
ცაცოფობია – უცხო ხალხის შიში.
ჰელიოფობია – მზის სხივის შიში.
ჰემოფობია, ჰაემოფობია – სისხლის შიში.
ჰერპეტოფობია – ქვეწარმავლების შიში.
ჰეტეროფობია – ჰეტეროსექსუალების შიში.
ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია – ბერძნულად ნიშნავს „რიცხვ 666-ის შიშს“.
ჰიდროფობია – წყლის შიში, რომელიც იწვევს საყლაპავი კუნთების ძლიერ სპაზმს არა მხოლოდ წყლის დალევის მცდელობისას, არამედ მისი დანახვისა და ხსენების დროსაც კი. გვხვდება ცოფის (ძველად ჰიდროფობიას უწოდებდნენ), ტეტანუსისა და ისტერიის დროს.
ჰიპნოფობია; აგრეთვე ცნობილია, როგორც კლინოფობია ან სომნიფობია – ხშირი და გადაჭარბებული ძილის შიში. სომნოფობია შეიძლება გამოიწვიოს კოშმარების შიშმა ან ძილის პარალიზებამ.
ჰომოფობია – ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ უსაფუძვლო შიში ან განდგომა და მათი დისკრიმინაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...