ვილაპარაკოთ ქართულად

ფობიები

№34

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.09, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ნოსოკომეფობია – საავადმყოფოს შიში.

ოსმოფობია, ოლფაცტოფობია – სუნების შიში.

ორინთოფობია – ჩიტების შიში.

ოფიდიოფობია – გველების შიში.

ოხლოფობია – ბრბოს შიში.

პანოფობია – ყველაფრის შიში; ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პარასკევიდეკატრიაფობია – პარასკევი დღის 13 რიცხვის შიში.

პედოფობია – ბავშვების შიში.

პენტერაფობია – სიდედრის შიში.

პიროფობია – ცეცხლის შიში; ცეცხლის გაჩენის ავადმყოფური შიში.

პორფიროფობია – მეწამული ფერის შიში.

პტერიდოფობია – გვიმრების შიში.

რადიოფობია – რადიაქტიურობის ან რენტგენის სხივების შიში.

რანიდაფობია – ბაყაყების შიში.

რუსოფობია – რუსეთის შიში, სიძულვილი.

სელაფობია – მკვეთრი ფერების შიში.

სელენოფობია – მთვარის შიში.

სინოფობია – ზიზღი ჩინური კულტურისა და ჩინელი ხალხის მიმართ.

სიფილოფობია – სიფილისით დაავადების შიში.

სექსოფობია – შიში სასქესო ორგანოებისა და სექსუალური ქმედებების მიმართ. სექსოფობ ადამიანებს ეშინიათ მასტურბაციის, ორგაზმის, ორალური სქესისა და ორსულობის. ამ ფობიის დროს მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სქესს.

სკოპოფობია, სკოპტოფობია – შიში, იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.

სომნოფობია – ძილის შიში.

სოციოფობია – საზოგადოების ან საერთოდ, ხალხის მიმართ შიში, ზიზღი.

ტაფოფობია – საფლავის ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.

ტაქოფობია – სიჩქარის შიში.

ტექნოფობია – შიში ტექნოლოგიების მიმართ.

ტეტრაფობია – რიცხვ 4-ის მიმართ შიში.

ტონოტროფობია – ჭექა-ქუხილის შიში.

ტრანსფობია – ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.

ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია – რიცხვი 13-ის შიში.

ტრიპანოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია – შიში ინიექციის ნემსისა და წვეტიანი საგნების მიმართ.

ტრიპოფობია – კლასტერული ხვრელების (ბევრი ხვრელის ერთად) შიში.

ფილოფობია – სიყვარულის შიში.

ფობოფობია – ფობიების შიში.

ფონოფობია – ხმამაღალი ბგერების შიში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა