ფობიები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 25.08

ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია – მიკრობებისა და ბაქტერიების შიში.
ბაროფობია – გრავიტაციის შიში.
ბიბლიოფობია – წიგნების შიში, სიძულვილი.
ბიფობია – ბისექსუალების შიში, ზიზღი.
ბოტანიკოფობია – მცენარეების შიში.
გამოფობია – დაქორწინების შიში.
გენოფობია, ცოიტოფობია – სექსუალური სიახლოვის შიში.
გერონტოფობია – დაბერების შიში ან მოხუცი ადამიანების სიძულვილი.
გინოფობია – ქალების შიში.
გლოსოფობია – საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში.
დენდროფობია – ხეების შიში.
დენტოფობია, ოდონტოფობია – კბილის ექიმის, კბილების მკურნალობის შიში.
დომატოფობია – სახლების, შენობების შიში.
ელუროფობია – კატების შიში.
ემეტოფობია – პირღებინების შიში.
ენტომოფობია – მწერების შიში.
ეროტოფობია – სექსისა და მასთან დაკავშირებული კითხვების შიში.
ესოფობია – სახლში ყოფნის შიში.
ეფებოფობია, ეფებიფობია – თინეიჯერების შიში.
ექუინოფობია, ჰიპოფობია – ცხენების შიში.
ვენუსტრაფობია – ლამაზი ქალების შიში.
ვიკაფობია – ჯადოქრების, კუდიანების შიში:
ზოოფობია – საერთოდ ცხოველების მიმართ შიშის სახელწოდება.
იატროფობია – ექიმების შიში.
კიბერფობია – კომპიუტერების შიში.
კინოფობია – ძაღლების შიში.
კოინონიფობია – ოთახების შიში.
კოულროფობია – ყველანაირი სახეობის კლოუნების შიში.
კლიმაკოფობია – კიბეებზე ასვლის შიში.
ლალოფობია, ლალიოფობია – საუბრის შიში.
ლეიკოფობია – თეთრი ფერის შიში.
ლილაპსოფობია – ქარიშხლის შიში.
მაგეიროკოფობია – საჭმლის მომზადების შიში.
მელანოფობია – შავი ფერის შიში.
მისოფობია – ჭუჭყისა და მიკრობების შიში.
მუსიფობია – ვირთხებისა და თაგვების შიში.
ნეკროფობია – სიკვდილისა და მკვდრების შიში.
ნეიფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია – სიახლის შიში.
ნიქტოფობია, აქლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია – სიბნელის შიში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან