ფობიები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 18.08, 2023 წელი

ფობია ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად ბერძნულ მითოლოგიაში გამოიყენებოდა დემონისა და ერთ-ერთი ღმერთის აღსანიშნავად. დღეს ტერმინი „ფობია“ ანაცვლებს აბსტრაქტულ ცნებებს – შიშს, ზიზღს.
ტერმინ „ფობიის“ ანტონიმია ფილია. ეს სიტყვა ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში განმარტებულია როგორც გაუაზრებელი შფოთვითი აშლილობა.
მეცნიერთა განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს რაღაცის მიმართ ფობია და ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ფსიქიატრიაში ფობია გამოხატავს არარაციონალურ, ანუ უსაბაბო შიშს რომელიმე საგნისა თუ მოვლენის მიმართ.
ამჯერად გთავაზობთ ფობიების ჩამონათვალს, რომელიც საინტერესო, დაუჯერებელი და ღიმილის მომგვრელიც კია და, არ არის გამორიცხული, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში ერთი ფობია მაინც აღმოაჩინოს. ჟურნალის მომდევნო ნომრებში კი უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს.
აგოროფობია – სივრცის ან ბრბოს შიში.
ავიაფობია, ავიატოფობია, აეროფობია – ფრენის შიში.
აკაროფობია – ფხანის შიში.
აკროფობია, ალტოფობია – სიმაღლის შიში.
ალგოფობია – ტკივილის შიში.
ალექტროფობია – ქათმების შიში.
ალიუმფობია – ნივრის შიში.
ამბულოფობია – სიარულის შიში.
ამქსოფობია – ავტომანქანის მართვის შიში.
ანაბლეფობია – ზემოთ ახედვის შიში.
ანგინოფობია – ანგინის ან გაგუდვის შიში.
ანგლოფობია – ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანდროფობია – ზიზღი (შიში) მამაკაცების მიმართ.
ანთროპოფობია – ადამიანებთან ურთიერთობის შიში.
ანთროფობია – ყვავილების შიში.
ანუპტაფობია – დაუქორწინებლად დარჩენის შიში.
აპეიროფობია – უსასრულობის შიში.
აპიფობია, მელისოფობია – ფუტკრების შიში.
არაქიბუტოროფობია – სასაზე არაქისის კარაქის მიკვრის შიში.
არაქნოფობია – ობობების შიში.
ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია – ელვის შიში.
ატაქსოფობია – უწესრიგობის შიში.
ატელოფობია – არასრულყოფილების შიში.
ატიქიფობია – წარუმატებლობის შიში.
აუროფობია – ოქროს შიში.
ავტოფობია – მარტოდ ყოფნის შიში.
აფენფოსმოფობია – შიში იმისა, რომ ხელით შეგეხონ (შეგეხებიან).
(გაგრძელება შემდეგ ნომერში).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან